მწვანე ეკონომიკის მხარაჭერა თუ პოპულიზმი, თქვენო სამეფო უმაღლესობავ?

სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის სამეფოს კომუნიკაციების სამსახურმა გამოაქვეყნა ღონისძიებათა განრიგი, რომელზეც სასექსის ჰერცოგი გეგმავდა დასწრებას და მათ შორის ნათქვამი იყო, რომ პრინცი ჰარი დაესწრებოდა მდგრადი განვითარებისა და გარემოს პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციას. დამატებით, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ჰერცოგი ღონისძიებაზე საკუთარი თვითმფრინავით გაემგზავრებოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნულმა განცხადებამ ძალიან დაძაბული საჯარო კამათი გამოიწვია ბრიტანული ელიტის წარმომადგენლებს შორის, სოციალური მედია აჭრელდა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებითა და სხვადასხვა მხარის მხარდამჭერთა კომენატრებით იმის შესახებ თუ რამდენად გამართლებული იყოს კერძო თვითმფრინავის გამოყენება და რამდენად შეესაბამებოდა ეს ქმედება მდგრადი პოლიტიკის დაუწერელ კანონებს. გარემოს დამცველებმა მკაცრად გააკრიტიკეს პრინცი, რომ მწვანე ეკონომიკის მხარდასაჭერად ის სრულიად შეუფერებელი სატრანსპორტო საშუალებით მიემგზავრებოდა.  

მართლაც, საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ სასექსის ჰერცოგის ტრანსპორტირების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში დაპირისპირება და შეხლა-შემოხმა გამოიწვია?

მდგრადი განვითარების კონცენფცია, შეიძლება ითქვას, არ არის ბოლომდე ნათელი და ის ხშირად იწვევს კამათს დაინტერესებულ პირებს შორის. ბევრი ღიად აღიარებს, რომ მათთვის კონცენფციის მნიშვნელობა გასაგები და ამომწურავი არ არის. თუმცა, მარტივი ენით რომ ვთქვათ, მდგრადი განვითარება გულისხმობს ხელმისაწვდომი რესურსების გონივრულად, ეკონომიურად გამოყენებას, რასაც თან უნდა სდევდეს მოგების მაქსიმიზაცია და კეთილდღეობის ზრდა. მდგრადი განვითარების პოლიტიკის გადმოსახედიდან, რესურსების ეფექტური გამოყენება ნიშნავს, რომ გარკვეული რაოდენობის რესურსი გამოყენებული უნდა იქნას, გონივრულობის ფარგლებში, მაქსიმალურად ბევრი ადამიანის მიერ, ისე, რომ არ მოხდეს რესურსების მოცდენა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ რესურსები არ არის ულიმიტო; იმიტომ, რომ პლანეტის სიჯანსაღის შენარჩუნება უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე კატასტროფის ზღვარზე მიყვანილის გაჯანსაღება; იმიტომ, რომ რესურსების კონტროლი დაგეგმვისა და პროგნოზების გაკეთების საშუალებას უკეთ იძლება, ვიდრე ეს ვა-ბანკის თამაშისა და ატმოსფეროში ან ოკეანში ექსპერიმენტების ჩატარების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი; იმიტომ, რომ ცივილიზაციის და ჩვეული კომფორტული ცხოვრების გადატანა სხვა პლანეტებზე ასტრონომიულად ძვირია.

სწორედ, ზემოხსენებულ პრინციპებზე დაყრდნობით გააკრიტიკეს მდგრადი განვითარების პროპაგანდისტებმა სასექსის ჰერცოგი. ვინაიდან, მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის უგულველყოფა რეალურ ცხოვრებაში და მისი სიტყვიერი პროპაგანდა მხოლოდ და მხოლოდ ტრაფარეტული და პოპულისტური ქმედებაა და არ არის სწორი მესიჯების მატარებელი და მაგალითის მიმცემი დანარჩენი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მის სამეფო უმაღლესობას თუ სურს ჯანსაღ პლანეტაზე ცხოვრება უნდა გაატაროს კიდეც შესაბამისი ღონისძიებები და ცვლილებები თავისი ცხოვრების სტილში.

ასეა თუ ისე, მდგრადი განვითარების პოლიტიკას, რომელიც საკმაოდ კომპლექსური მეცნიერებაა და მჭირდროდაა დაკავშირებულია მთელ რიგ დისციპლინებთან, წარმატებამდე გასავლელი აქვს საკმაოდ გრძელი გზა, ვიდრე მოხერხდება ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილის დარწმუნება მის საჭიროებაში. როგორც ამბობენ, ერთი ღამეში მიღწეულ წარმატებას წლების თავდაუზოგავი მუშაობა სჭირდება.

წინა სტატია

დონალდი და გოლია(თ)სი
04 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

30 წლის შემდეგ: აღარც ტრაბანტი, არც შტაზილენდი...
11 ნოემბერი, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა