ნავთობის ტოპ-10 ექსპორტიორი ქვეყანა

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წელს ნედლი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა შორის ისევ საუდის არაბეთი ლიდერობდა, რომელმაც ნათობის ექსპორტისგან 136.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო და მისმა წილმა მსოფლიო ნავთობის ექსპორტში 20.1% შეადგინა. მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელმაც 73.7 მილიარდი აშშ დოლარის ნავთობის ექსპორტი განახორციელა (მსოფლიო ექსპორტის 10.9%).
2016 წელს ჯამში მსოფლიოში 678 მილიარდი დოლარის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი მსოფლიო ექსპორტის 4.3%-ია. გასულ წელს, მსოფლიო ექსპორტში ნავთობმა პირველობა ავტომობილებს დაუთმო. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება 11.4%-ით შემცირდა, 2012 წლის შემდეგ კი 59%-ით არის შემცირებული.