მსოფლიოს რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი ტურისტი?

კომპანია "MasterCard" ყოველწლიურად აწარმოებს კვლევას (Global Destinations Cities Index), თუ რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი უცხოუელი ტურისტი. კვლევა 132 ქალაქს მოიცავს. 2016 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 21.5 მილიონი ტურისტი ტაილანდის დედაქალაქს - ბანგკოკს ესტუმრა. მეორე ადგილზეა ინგლისის დედაქალაქი - ლონდონი 19.9 მილიონი ტურისტით. მესამეზე კი პარიზია 18 მილიონი ტურისტით.

2016 წელს ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად (24%-ით) იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაიზარდა. ზოგადად, აზიაში ტურიზმის სწრაფად ზრდის გამოკვეთილი ტენდენციაა. ტურისტების რაოდენობის მხრივ 10 ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქს შორის 8 აზიური ქალაქია.

ყველაზე მეტი თანხა კი 2016 წელს ტურისტებმა დუბაიში დახარჯეს - 31.3 მილიარდი დოლარი. მეორე ადგილზე ლონდონია 20 მილიარდი დოლარით.

ცხრილი: ტოპ 10 ქალაქი, რომლებსაც 2016 წელს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა

 

ქალაქი

მლნტურისტი

1

ბანგკოკი

21.5

2

ლონდონი

19.9

3

პარიზი

18

4

დუბაი

15.3

5

ნიუ იორკი

12.8

6

სინგაპური

12.1

7

კუალა ლუმპური

12

8

სტამბოლი

12

9

ტოკიო

11.7

10

სეული

10.2

წყარო: Global Destination Cities Index 2016

წინა სტატია

ქვეყნები, სადაც ქართველები უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად ყიდულობენ
24 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

Georgia: Where Cheese Pizza Is The National Dish
24 ივლისი, 2017
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა