საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის

მაღალმთიან რეგიონებში შექმნილ ახალ საწარმოებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. შესაბამისი ცვლილებების შეტანა "მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" კანონში იგეგმება, რომელზეც სპეციალური კომისია მუშაობს.  

კომისიის წევრი და პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კონკრეტული გადაწყვეტილებების გახმაურებისგან თავს იკავებს, რადგანაც კანონი დამუშავების პროცესშია, თუმცა, მისი აზრით, მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადი იმაზე ბევრად ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ბარშია 18 %-ის სახით. ქუცნაშვილის აზრით, შეღავათები ასევე უნდა დაწესდეს მოგების გადასახადზე და მეწარმეები პირველი 5 წლის განმავლობაში უნდა გათავისუფლდენენ ამ გადასახადისგან. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი და უმთავრესი მიმართულება, ქუცნაშვილის შეფასებით, სწორედ ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შექმნის წახალისებაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ პარლამენტში მთის შესახებ კანონის ინიცირება სექტემბერში დააანონსა. განცხადება მთავრობის მეთაურმა მცხეთა–მთიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

commersant.ge-ზე დაყრდნობით

 

 

წინა სტატია

გელა ენდრიუ სულის მორიგი დუბლი – „ქართული ფილმი“
01 სექტემბერი, 2014

შემდეგი სტატია

დადგა დრო, შიდა საგადასახადო სამსახურს დაფინანსება შეუწყდეს
03 სექტემბერი, 2014
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა