რა ღირს მობილური ინტერნეტი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

2013-2017 წლების განმავლობაში მობილური ინტერნეტ-პაკეტების ფასები საქართველოში საშუალოდ 59%-თ შემცირდა.

სატელეკომუნიკაციო ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშის, მაგთისა და სილქნეტის, განცხადებას მობილური ინტერნეტის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება მარეგულირებელი კომისია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომპანიების მიერ გაკეთებული "დაუსაბუთებელი ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მისაღები და დამაჯერებელი არ არის“. კახა ბექაური ამბობს, რომ კომპანიებს ტარიფის გაზრდისთვის წინაპირობა არ აქვთ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ კომისია იწყებს კვლევას, რათა ოპერატორებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუდგინდეთ.

რა ღირს და როგორ იცვლებოდა მობილური ინტერნეტის ფასი საქართველოში?

საქართველოში მოხმარებული ინტერნეტ-ტრაფიკის ოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, თუკი 2016 წლის ბოლოს ერთი მომხმარებლის მიერ მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის ოდენობა თვეში 1,362 მბ-ს შეადგენდა, 2017 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 1,851 მბ შეადგინა (34%-ით მეტი). ინტერნეტ ტრაფიკის ზრდა უმეტესად 4G ხარჯზე ხდება.

ინტერნეტ-ტრაფიკის ზრდასთან ერთად, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2013-2017 წლების განმავლობაში მობილური ინტერნეტ პაკეტების ფასები საქართველოში საშუალოდ 59%-თ შემცირდა.

2017 წელს საქართველოში არსებული მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფასების ევროპულ ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებისთვის, კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის დაკვეთით საკონსულტაციო ჯგუფის "Van DIJK Consultants"-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გამოიყენა, რომლის მეთოდოლოგიაც უპირატესობას ანიჭებს წინასწარი გადახდის სატარიფო გეგმებს და დამუშავებულია ევროპის 31 ქვეყნის, ასევე ამერიკისა და კორეის სატარიფო პაკეტები. კვლევის შედეგები კომისიის წლიურ ანგარიშშია ასახული.

ტარიფები განიხილება გადასახადების ჩათვლით და არ ითვალისწინებს აქტივაციის საფასურს, პრომო აქციებსა და სხვა დამატებით გადასახადებს. განიხილება ერთთვიანი 500 მბ-იანი და 1000 მბ-იანი ინტერნეტ პაკეტები. კვლევაში განხილულია სტანდარტული პაკეტები და გამოყენებულია ფასი გამოსახული ევროში, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (Euro PPP).

ჩვენ გირჩევთ

რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

რომელი ქვეყნის დასაქმებულები არიან ყველაზე პროდუქტიულები

რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

წინა სტატია

Beeline საქართველოს ბაზრიდან გასვლას გეგმავს
24 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

კაცი-ტკბილეული
24 იანვარი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა