გალტ ენდ თაგარტი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს “საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2019 წელს” მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეხუთედ გახდა.   

“გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს “გალტ & თაგარტ”-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში”,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. 

“საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს”, - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. 

ჟურნალმა Global Finance-მა, მე-20-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

ჩვენ გირჩევთ

სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით

საქართველოს ბანკი, რედკო და ანაგი თანამშრომლობას იწყებენ

სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით

სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით

წინა სტატია

ელექტროავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები
18 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

ამუშავებული
19 თებერვალი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა