ექსპორტიორობიდან იმპორტიორობამდე

$75 მილიონი დოლარი – სწორედ ამდენი გადაიხადა საქართველომ 2018 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტისთვის.

ეს რეკორდული მოცულობის თანხაა, რომლითაც საქართველომ 1,508,820,928 კილოვატ-საათი ელექტროენერგია შეიძინა. იმპორტმა 2018 წელს მთლიანი მოხმარების 12%-ს მიაღწია.

2019 წელს ეკონომიკის სამინისტრო იმპორტში 88%-იან ზრდას ელოდება. ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს იმპორტი 2,820,500,000 კილოვატ-საათს მიაღწევს, რომლის ფასიც, არსებული პირობების უცვლელად შენარჩუნების პირობებში, $141 მილიონი დოლარი იქნება.

გასული 10 წლის განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ნეტ-ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად იქცა. საქართველოს ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, ადგილობრივი გამომუშავების ჯამური მოცულობა საქართველოს ენერგომოხმარების მაჩვენებელს ჩამოუვარდება.

თუ ელექტროენერგიის მოხმარება არსებული ტემპით გაგრძელდა და ქვეყანაში არც ერთი ახალი ენერგოპროექტი არ განხორციელდება, 10 წლის შემდეგ საქართველოს ენერგომოხმარების პრაქტიკულად ნახევრის იმპორტი მოუწევს და წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება ამ დროს საიმპორტო დენის ფასი. დაგეგმილი ენერგოპროექტების განხორციელებისა და მოხმარების 4.6%-იანი ზრდის ტემპის შემთხვევაში საქართველოს უკვე 2023-2024 წლიდან შეეძლება კვლავ ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდეს.

ჩვენ გირჩევთ

აპრილში საქართველოს ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა

ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია

აპრილში საქართველოს ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

Gürcistan daki Bitfury Group kimin sahipliğinde ile faaliyet alanı nedir
14 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე მეტ ხანს
15 მაისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა