ხაზარაძე: მაინც ავაშენებთ!!!

მაინც ავაშენებთ!!! - წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე.

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა. სწორედ ამ სიახლეს ეხმაურება ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიზეს ფულის გათეთრების მუხლით დღეს ბრალს წარუდგენენ.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჩვენ გირჩევთ

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.50 პროცენტზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.50 პროცენტზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.50 პროცენტზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.50 პროცენტზე დატოვა

წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.50 პროცენტზე დატოვა
24 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ქურდიანი: სამარცხვინოა, რაც ხდება
24 ივლისი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა