პირველად ინოვაციების გლობალური რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორისაა

პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ-50 ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით საქართველო 48-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.

საქართველოს წარმატების მთავარი ინდიკატორებია მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა.

ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ყველაზე ღირებული სპორტული გუნდების 2019 წლის რეიტინგი

ღვინის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები

მსოფლიოს ყველაზე ღირებული სპორტული გუნდების 2019 წლის რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე ღირებული სპორტული გუნდების 2019 წლის რეიტინგი

წინა სტატია

ქურდიანი: სამარცხვინოა, რაც ხდება
24 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა
24 ივლისი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა