სებ: ლარი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს

ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ დღეს ლარის კურსი უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. ამასთან, სებ-ში იმედოვნებენ, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

"მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ წნეხს აბალანსებს შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება. გარდა ამისა, დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. ამგვარად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ჩვენ გირჩევთ

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

ქურდიანი: სამარცხვინოა, რაც ხდება

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

წინა სტატია

TBC ინვესტორებს მიმართავს
24 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Küresel yeniliklerin reytinginde ilk kez Gürcistan, ilk 50 ülke arasında yer aldı
24 ივლისი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა