ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში ექიმების რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 31 357 ექიმი მუშაობდა, რაც 11 950-ით (62%-ით) მეტია 2012 წლის ექიმების რაოდენობაზე. 2002-2012 წლებში ექიმების რაოდენობა მნიშვნელოვანი ცვლილებებით არ ხასიათდებოდა და წელიწადში საშუალოდ 20 600 ექიმი იყო დასაქმებული. 2013-2018 წლებში კი ექიმების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 2 000-ით იზრდებოდა. 2018 წელს დასაქმებული 31 357 ექიმიდან 2 579 სტომატოლოფი იყო, რომელთა რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში 869-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ქირურგების რაოდენობაა გაზრდილი - 1 133 ქირურგით.

რაც შეეხება საავადმყოფოების და სამედიცინო ცენტრების რაოდენობას, 2012 წლის შემდეგ 50 ერთეულით არის გაზრდილი. 2018 წელს საქართველოში 271 საავადმყოფო ან სამედიცინო ცენტრი იყო. ამასთან ერთად, ფუნქციონირებდა  2 283 ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულება.

ამავე პერიოდში 4 ათასით გაიზარდა ექთნების რაოდენობა, რაც 3-ჯერ ჩამოუვარდება ექიმების რაოდენობის ზრდას.

ცხრილი: ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მაჩვენებლები

 

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

საავადმყოფო საწოლების რაოდენობა, ათასი

11.3

11.6

11.7

12.8

13.8

15.1

16

ექიმების რიცხოვნობა, ათასი

19.4

22.4

24.3

22.9

26.6

27.4

31.4

ექთნების რიცხოვნობა, ათასი

14.1

15.5

15.6

16.4

17.6

18

18.1

ექიმთან მიმართვების რიცხვი, ათასი

9 495

10 975

11 881

13 244

13 079

11 493

12 261

წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში

კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში

კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში

კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში

წინა სტატია

კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში
12 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

ღრუბლების ბრძოლა
12 აგვისტო, 2019
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა