ივლისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 20 მილიარდ ლარს მიუახლოვდა

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 153 მლნ ლარით გაიზარდა და 19.94 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 77 მლნ დოლარით შემცირდა, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის ზრის გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 219 მლნ ლარით გაიზარდა. ივლისში საშინაო სახელმწიფო ვალი 66 მლნ ლარით შემცირდა.

31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 15.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4.1 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 5.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 923 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 691 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი

ჩვენ გირჩევთ

GHG-მ წლის პირველ ნახევარში 31.3 მლნ ლარის მოგება მიიღო

საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია აშშ-მ სასანქციო სიაში შეიყვანა

GHG-მ წლის პირველ ნახევარში 31.3 მლნ ლარის მოგება მიიღო

GHG-მ წლის პირველ ნახევარში 31.3 მლნ ლარის მოგება მიიღო

წინა სტატია

Airbnb vasıtasıyla Tiflislilerin elde edilen gelirleri son 3 yıl boyunca nasıl değişti
14 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

TBC-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
15 აგვისტო, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა