Forbes: ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკაში იზრდება

ამერიკული Forbes ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. შედეგად, აშშ ქართული ღვინის TOP საექსპორტო ბაზრებს შორის მოხვდა და მეათე ადგილი დაიკავა. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. “ღვინის პროფესიონალებმა აღმოაჩინეს საქართველო. მსოფლიოში ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. საქართველო კი ის ქვეყანაა სადაც ღვინის წარმოებას 8000 წლიანი ისტორია აქვს“, - ციტირებს Forbes ამერიკელი ღვინის ექსპერტის ჯული პეტერსონის სიტყვებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ღვინის სახლში დამზადების უძველესი ტრადიცია არსებობს. „საქართველო აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ამ მდებარეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ისტორიაში და მის კულტურულ განვითარებაში. დღეს საქართველოში ღვინის წარმოება დინამიურად განვითარებადი სექტორია. ქართველი მეწარმეები მსოფლიოში ყველაზე ექსტრაორდინალურ და საინტერესო ღვინოებს ქმნიან. ამისთვის ქვევრს და სხვა ტრადიციულ ევროპულ მეთოდებს იყენებენ. ამ პატარა ქვეყანაში 500-ზე მეტი ღვინის კომპანია და 100 000-მდე მცირე მეწარმეა რეგისტრირებული“, - წერს გამოცემა. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული ღვინის 85% ექსპორტზე გადის. ავტორი აღნიშნავს, რომ 2006 წლის ემბარგომდე ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. ემბარგომ კი ქართველი მწარმოებლები აიძულა გაეფართოვებინათ საექსპორტო ბაზრები და დღეს ქართული ღვინო მსოფლიოს 53 ქვეყანაში იყიდება.

წინა სტატია

Export Of Wines From Republic Of Georgia To U.S. On The Rise
17 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

ივლისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 54 პროცენტით გაიზარდა
19 აგვისტო, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა