უკრაინის ექსპორტი ევროკავშირში რუსეთში ექსპორტზე 7-ჯერ მეტია

2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, უკრაინამ ევროკავშირის ბაზარზე 8.8 მილიარდი დოლარის პროდუქცია შეიტანა, რუსეთის ბაზარზე კი 1.3 მილიარდი დოლარის. ევროკავშირში ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 42% შეადგინა, რუსეთში ექსპორტმა კი 7.7%. უკრაინას ევროკავშირში თითქმის 7-ჯერ მეტი ღირებულების პროდუქცია გააქვს, ვიდრე რუსეთში, როცა 2013 წელს ევროკავშირში და რუსეთში თითქმის თანაბარი მოცულობის ექსპორტი განახორციელა.

უკრაინას და რუსეთს შორის ომი 2014 წელს დაიწყო, ქვეყნებმა ერთმანეთს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესეს და ბუნებრივია, ორმხრივი ვაჭრობაც შემცირდა. 2013 წელს უკრაინის ექსპორტი 63 მილიადი დოლარი იყო, აქედან რუსეთში 15 მილიარდი დოლარის, ხოლო ევროკავშირში 17 მილიარდი დოლარის პროდუქცია შევიდა.

2014-2015 წლებშუ უკრაინაში ეკონომიკური კრიზისი იყო, ეკონომიკა 16%-ით, ექსპორტი კი 23%-ით შემცირდა. 2016 წლიდან უკრაინის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.7%-ით იზრდება. ექსპორტმა ზრდა 2017 წლიდან დაიწყო. 2017 წელს 8%-ით გაიზარდა, 2018 წელს 9%-ით და ექსპორტის წლიურმა მოცულობამ 47 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-მაისში კი ზრდა 7.4%-ია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრები პოლონეთი, იტალია და გერმანიაა.

გრაფიკი: უკრაინის ექსპორტი ევროკავშირში და რუსეთში

ჩვენ გირჩევთ

ივლისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 54 პროცენტით გაიზარდა

აწარმოე ჰოლივუდი საქართველოში

ივლისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 54 პროცენტით გაიზარდა

ივლისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 54 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც გაუფასურდა
22 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

როდესაც ყველი მხოლოდ ხაფანგშია
23 აგვისტო, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა