სახლი, რომელიც ბინაზე მეტია

435 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტი, რომელსაც “m2 უძრავი ქონება” m3-ის ფარგლებში განახორციელებს, ერთი უბნის სივრცეში 3000-მდე ბინა სა და 21-ე საუკუნის ურბანულ საჭიროებებზე მორგებულ კომფორტულ სივრცეებს გააერთიანებს. ამერიკელი და ქართველი ურბანისტების მიერ დაგეგმილი უბნისთვის გან კუთვნილი ტერიტორია 11.5 ჰექტარია, სადაც უახლოეს მომავალში საცხოვრებელი კ ომპლექსების, სკოლის, საბავშვო ბაღის, სავაჭრო და ბიზნესცენტრის, 14 000 კვადრა ტული მეტრი ფართობის პარკისა და პლაზის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობას m2-ის სამშენებლო კომპანია “ბი ქეი ქონსთრაქშენი” განახორციელებს, პროცესი ოთხ ფაზად არის და ყოფილი.

სულ მალე ქალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით გაჯერებულ ინოვაციურ და თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. სწორედ ასეთია m2-ის ახალი გამოწვევა, რომლის განხორციელებასაც კომპანია უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. ახალი გამოწვევა, არც მეტი არც ნაკლები, m3-ია - დეველოპმენტის ახალი განზომილება, საცხოვრებელი უბანი თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, რომლის საძირკველიც უკვე გაჭრილია. ახალი პროექტისა და მიმართულების შესახებ Forbes Georgia-ს “m2 უძრავი ქონების” გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით შორენა დარჩიაშვილი ესაუბრა.

ბაზარზე რა ცვლილებებმა მოიტანეს m2-ის საჭიროება და კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც ახალ განზომილებაზე საუბრობთ?

m3 არის დეველოპმენტის ახალი, სრულიად ინოვაციური ხედვა როგორც პროდუქტის მხრივ, ასევე მომსახურების თვალსაზრისით, ეს არის ახალი მასშტაბური პროექტი m2-სგან. ამ შემთხვევაში კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას უბნის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის ქალაქის აჩქარებულ რიტმს და მის გამოწვევებს. ახალი პროექტი მომხმარებელს ბინის გარეთ ურთიერთობებსა და კომფორტზე მორგებულ ცხოვრებას სთავაზობს, რომლის დეფიციტსაც დღეს ყველანი განვიცდით. სწორედ ამ ფაქტორზე გავაკეთეთ სწორება და მიზნად დავისახეთ ადამიანებისთვის მყუდრო საკომუნიკაციო გარემოს ახალი განზომილებით შექმნა.

მაინც დავაზუსტებ: ასეთ პროექტზე და ზოგადად მიმართულებაზე მოთხოვნა უკვე არსებობდა ბაზარზე, თუ ნაწილობრივ თავად ქმნით ამ მოთხოვნას?

შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ m2 უკვე წლებია, კარნახობს ქალაქს, რა არის დეველოპმენტში სამშენებლო სტანდარტი და უკვე დიდი ხანია, თავისი ახალი პროექტებით ახალ სიტყვას ამბობს. გარკვეულწილად m2 ამინდს ქმნის დეველოპერულ ბაზარზე და ეს პროექტიც კონცეფციის თვალსაზრისით თუ არქიტექტურული კუთხით ახალი სიტყვაა დღეს ქვეყნისთვის. მოთხოვნას რაც შეეხება, როგორც უკვე ვთქვი, დავინახეთ საკომუნიკაციო სივრცეების გაჩენის აუცილებლობა საცხოვრებელ ტერიტორიაზე. ეს ჩვენთვის უბნის მშენებლობის პირველი პრეცედენტია, თუმცა - არა უკანასკნელი.

კონკრეტულადამ სეგმენტში თუ ჰყავს პროექტს კონკურენტები და რამდენად გაქვთ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის იმედი?

პროექტი თავისი კონცეფციიდან, ხარისხიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე ახალი სიტყვა იქნება დეველოპერულ ბაზარზე. რაც შეეხება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას, აქ ბინები ყველა სეგმენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მოცემული პროექტის შემთხვევაში პოტენციური მობინადრეებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება, კერძოდ 12-წლიანი განვადება თანამონაწილეობის გარეშე. კომპანია გარკვეული რაოდენობის პორტფელს გამოყოფს სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვინც ემიგრაციაშია, ან საკუთარ შემოსავალს ვერ ამტკიცებს ბანკში და საკმარისი თანხა არა აქვს მოგროვებული.

ანუ, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: ვისთვის არის ეს ახალი განზომილება და ვინ იქნება მისი მომხმარებელი?

ეს არის უბანი ყველასთვის. აქ იქნება ბინები, რომელთა ფართიც 28 კვ/მ-დან დაიწყება, ხოლო თაუერებში პენტჰაუზის ტიპის ბინებიც გაიყიდება. ამრიგად, არჩევანი მოიცავს როგორც ახალგაზრდების - სტუდენტების, ისე ახლად შექმნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული კომპაქტური დაგეგმარების ბინებს, აგრეთვე დიდ ოჯახებზე გათვლილ კომფორტულ, ფართო საცხოვრებელს. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი ყველა მობინადრე უბანში არსებული საერთო მოხმარების სივრცეებით ისარგებლებს და შეძლებს, თამამად უმასპინძლოს სტუმრებს ღონისძიებების სივრცეში, ან იმუშაოს კომფორტულ საერთო სამუშაო ზონებში. m3-ის მომავალი მცხოვრებლებისთვის ასევე პრაქტიკულად ერთ ნაბიჯში იქნება ყველაფერი, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვის სჭირდებათ: აუზი, სპორტული დარბაზი, ან, უბრალოდ, ველობილიკები თუ ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.

პრაქტიკული დეტალებიც რომ არ დაგვავიწყდეს: რამდენად ითვალისწინებს დასრულებული პროექტები ზოგადად მოქნილობას მომხმარებლების მოთხოვნასთან დაკავშირებით და როგორ იქნება ეს უზრუნველყოფილი ამ კონკრეტულ პროექტში?

დეველოპმენტში, განსაკუთრებით ახლა, მთავარი საზრუნავი და ყურადღების ობიექტი ადამიანი გახლავთ. m2-ის მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო. როდესაც m3-ის პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, ავტომატურად დავიწყეთ ფიქრი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და სურვილებზე, იმაზე, რაც ყველა ჩვენგანს სჭირდება. ეს პროექტი სწორედ ამ საჭიროებებს მოვარგეთ. სახლი, რომელიც ბინაზე მეტია - ეს გახლავთ ჩვენი მთავარი გზავნილი. სიახლე იქნება ის, რომ თუ აქამდე ვაბარებდით ბინას დასრულებული რემონტითა და ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულოთი, ახლა მომხმარებელს ეძლევა საშუალება, სურვილის შემთხვევაში აირჩიოს ავეჯის, დეკორისა და დამატებითი ტექნიკის კომპონენტი. დღეს ადამიანების გემოვნება და მოთხოვნები სწრაფად იცვლება, ამიტომ ჩვენც არ უნდა მოვდუნდეთ და ამ პროცესს ფეხი უნდა ავუწყოთ. ჩვენ სისტემატურად ვატარებთ ბაზრის კვლევას, ვესწრებით საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამშენებლო გამოფენებს, ახალი უბნის ბინების რემონტის ტიპები 3 000-ზე მეტ მომხმარებელთან ურთიერთობის შედეგად დადგინდა. შეიქმნა სრული სურათი, რომელმაც კომპანიის დიზაინერებს დაანახვა, თუ რას ითხოვს თანამედროვე ადამიანი, რომელია მისთვის სასურველი ფერი, ფაქტურა, მასალის ტიპი და ა.შ. ამ კვლე ვის საფუძველზე დიზაინერებმა ხუთი უნივერსალური რემონტის დიზაინი შექმნეს. ხუთივე რემონტი განსხვავებულია როგორც ფერთა გრადაციის მხრივ, ისე შინაარსობრივადაც. დიზაინერებმა მათ სახელებიც მიანიჭეს: მუსკატი, ჯინჯერი, დარიჩინი, ვანილი და ფისტაჩიო. თუმცა, მერწმუნეთ, ეს ინოვაცია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

შევაჯამოთ: რას მიიღებს ჯამში მომხმარებელი m3-სგან?

ყოველთვის გვინდოდა, ისეთი უბანი შეგვექმნა, სადაც ადამიანები ბინებში არ გამოიკეტებოდნენ, თავს უცხოდ არ იგრძნობდნენ, ექნებოდათ ერთმანეთთან შეხვედრისა და კომუნიკაციის საშუალება იქვე, უბნიდან გაუსვლელად და, რაც მთავარია, მომავალ თაობას ჯანსაღ გარემოში გაზრდიდნენ. ასე ვმუშაობთ და ამ პრინციპით ვგეგმავთ ახალი უბნის განვითარებასაც. გვაქვს ამბიცია, ეზოს კულტურა გავაცოცხლოთ, რაც ციფრული ეპოქის ადამიანებისთვის აუცილებელ მოთხოვნად იქცა.

დაბოლოს, m3-ის შექმნით ქალაქი მიიღებს ახალ, ძალიან დახვეწილ უბანს, რომელიც თავისი პარკით, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი თუ კომერციული ობიექტებით ჰარმონიულად ინტეგრირდება მის დინამიკურ ცხოვრებაში.

ჩვენ გირჩევთ

2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი

როდესაც ყველი მხოლოდ ხაფანგშია

2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი

2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი

წინა სტატია

გაზრდილი ბიუჯეტი არ ემსახურება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას
27 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
29 აგვისტო, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა