ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღეს გამართულ სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი 0.5% პუნქტით გაზარდა. დღეიდან განაკვეთი 7%-ია, რაც ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების განაკვეთი ავტომატურად გაიზარდა.

ბანკის ინფორმაციით, "აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერადი ფაქტორები, მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი - 0.8 პროცენტული პუნქტი), კვლავ რჩება წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად. ამავე დროს, ბოლო პერიოდში გაიზარდა ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ. ამასთან, კომიტეტი მზად არის ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება".

ჩვენ გირჩევთ

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 4.9%-მდე გაიზარდა

შესასრულებელი მისია

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 4.9%-მდე გაიზარდა

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 4.9%-მდე გაიზარდა

წინა სტატია

ქართული ღვინის თავგადასავალი შვეიცარიაში
04 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა ბათუმში ახალი რადიო “ციტრუსი” FM97.3 გაუშვა
04 სექტემბერი, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა