საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

2020 წლის ივნისში საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი დაესწრება.

აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო კორპორაციების, კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები ეწვევიან. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2020 წელს გაიმართება. საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი 40-მდე მინისტრი ესტუმრება. კარგი იქნება თუ ჩვენ სხვა ქვეყნის მინისტრებსაც დავპატიჟებთ, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები. მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე ყოველთვის იყო ჩემთვის ოცნება, რომ ეს ღონისძიება საქართველოში ჩატარებულიყო. ვფიქრობ ეს კარგი საშუალებაა საქართველოსთვის, რომ ერთად ვუმასპიძლოთ მსოფლიოს მინისტრებს და ვაჩვენოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი", - აცხადებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ჩვენ გირჩევთ

TBC მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ელის

სახელმწიფოს ვალის მომსახურება 43 მლნ ლარით ეზრდება - ერთ–ერთი მიზეზი ლარის გაუფასურებაა

TBC მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ელის

TBC მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ელის

წინა სტატია

მთავრობა დაგეგმილი 400 მლნ ლარის ნაცვლად, 900 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს
24 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2.2 მილიონი ლარით იზრდება
24 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა