გაზრდილი სოციალური ხარჯები - 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

"სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული", – ასეთ შეფასებას აძლევს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.

ამასთან, საბიუჯეტო პროექტით, 2020 წლისთვის, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50-ლარით იზრდება.

"პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, - განაცხადა გახარიამ.

ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, ჯარისკაცებისთვის, ექიმებისთვის. პრემიერის განცხადებით, მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით, ხოლო საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით.

"გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით”, – ამბობს გახარია. მისივე თქმით, 2020 წლის პირველი ივლისიდან სოფლის ექიმების ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება.

"მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

"2020 წლის ბიუჯეტი არის "მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი“, სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ უფრო მეტად და ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ, რაც სოციალურ ნაწილში აისახება. მეორე პრინციპი არის ის, რომ ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ ზრდაზე ორიენტირებული მიმართულებები - ეს არის კაპიტალური დანახარჯები. დანახარჯები ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, რომელიც თვისობრივად და ხარისხობრივად სხვანაირ ქვეყანაში გვაცხოვრებს და ეს ჩვენ მომავალ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. მესამე, მთავარი პრინციპი - ეს არის ეფექტური მმართველობა, რაც ჩვენ შემთხვევაში ნიშნავს ეკონომიკურად გამართული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას. ეს სამი პრინციპი არის ის ქვაკუთხედი, რაზეც აშენდა ჩვენი ბიუჯეტი“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ჩვენ გირჩევთ

საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა

მედიაში ყველაზე აქტიური 20 კომპანია

საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა

საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა

წინა სტატია

410 რეგისტრირებული შემთხვევა - დანაშაული საჯარო უწყებებში
30 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება
30 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა