რა თანხას ხარჯავენ ქვეყნის გარეთ და სად მოგზაურობენ ქართველები

წლის მეორე კვარტალში საქართველოდან 28,494 პირველადი გამყვანი ვიზიტი განხორციელდა. კერძოდ, გამყვანი ვიზიტების 94.9% განმეორებით ვიზიტს წარმოადგენდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხოლო 5.1% კი პირველადს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გამყვანი ვიზიტების უმრავლესობა (37.3%) მეგობრების / ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. ხშირად დაფიქსირებულ მიზნებს შორის არის შოპინგი (26.3%), პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა (18.2%), დასვენება, გართობა, რეკრეაცია (12.8%), მკურნალობა (3.4%) და განათლების მიღება (1%).
ვიზიტების 39.6% თურქეთში განხორციელდა, მას მოჰყვება აზერბაიჯანი 23.1%-ით. დანარჩენ ქვეყნებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის: სომხეთში (12%), რუსეთში (6.6%), გერმანიაში (2.6%), უკრაინაში (2.1%), პოლონეთსა (1.5%) და ჩეხეთში (1.2%).
გამყვანი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 3.8 ღამეს შეადგენდა.
2019 წლის II კვარტალში საქართველოდან გამყვანი ვიზიტორების ჯამური ღამისთევების რაოდენობა 2,140,856-ს შეადგენდა. მათ შორის, ყველაზე მეტი ღამისთევა (45.3%) მეგობრის/ნათესავის სახლში განხორციელდა, დაახლოებით 22.9% კი სასტუმროში. სხვა ტიპის განთავსების საშუალებები ვიზიტორებს შორის ნაკლებად პოპულარულია (ღამისთევების 11.3% საკუთარ სახლში, ხოლო 9.8 % კი ნაქირავებ ბინაში განხორციელდა).
საშუალო ღამისთევების რაოდენობა ყველაზე დიდი ნაქირავები ბინაში იყო (12.1 ღამე), შემდეგ მოდის საოჯახო სასტუმრო (8.5 ღამე), კემპინგი (8.3 ღამე), საავადმყოფო (6.3 ღამე), სასტუმრო (6.2 ღამე), მეგობრის/ნათესავის სახლი (5.9 ღამე), საკუთარი სახლი (5.5 ღამე) და სასტუმრო სახლი (5.5 ღამე).
გამყვანი ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 618 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 1,101 ლარი შეადგინა. დანახარჯების ყველაზე დიდი წილი შოპინგზე (მთლიანი ხარჯები 33.4%) და საკვებსა და სასმელზე (28.7%) დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი განთავსების საშუალებებზე დანახარჯები (18.9%), ხოლო რეკრეაცია, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე ვიზიტორებმა მთლიანი დანახარჯების 7.9% გასწიეს.
ვიზიტისას ყველაზე ხშირად განხორციელებულ აქტივობებში შოპინგი (71.8%) და ადგილობრივი სამზარეულოს და ღვინის დაგემოვნება (54.3%) დაფიქსირდა. მას მოსდევს ღირსშესანიშნაობების, კულტურული და ისტორიული ძეგლების მონახულება (26.7%).

ჩვენ გირჩევთ

საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

R&D საქართველოში - რომელ მიმართულებებს იკვლევენ ყველაზე ხშირად ქართველი მკვლევარები

საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

წინა სტატია

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება
30 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

მთავრობა 2020 წელს 5%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება
30 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა