მთავრობა 2020 წელს 5%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%–იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა“.

“ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ოპონენტები ორნიშნა ზრდასაც ახსენებენ, მაგრამ ჩვენ რომ გავითვალისწინოთ ის რეგიონული ტენდენციები და ზოგადად, მსოფლიო ტენდენციები, დამერწმუნეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1%, 5%-იანი ზრდა ეს არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი. ჩვენ წელს უპრეცედენტოდ მაღალი 16 მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ვალის დაფარვის ხარჯები 1 მილიარდი ლარი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები 11.3 მლრდ ლარი იქნება – მშპ–ს 23.5%. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კი 3.7 მლრდ ლარი – მშპ–ს 7.6% მიემართება.

ჩვენ გირჩევთ

ლარის ახალი ანტირეკორდი - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა

საუკეთესო ფინანსური ანგარიშგების მქონე კომპანიები გამოვლინდება

ლარის ახალი ანტირეკორდი - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა

ლარის ახალი ანტირეკორდი - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა

წინა სტატია

რა თანხას ხარჯავენ ქვეყნის გარეთ და სად მოგზაურობენ ქართველები
30 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

სებ–ის ყოფილი თანამშრომელი IMF-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა
30 სექტემბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა