სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 57 მლნ ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, გასულ თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 57 მლნ ლარით გაიზარდა და 20.2 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 32 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 100 მლნ ლარით გაიზარდა.

30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 15.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4.3 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 5.5 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 911 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 678 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 46.3%-ია.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

წინა სტატია

USAID-ი მხარს უჭერს საქართველოში მოქალაქეებზე ორიენტირებულ პოლიტიკას
11 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019” გაიმართა
14 ოქტომბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა