საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, 15-16 ოქტომბერს “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება. ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება. ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრა, რომლებიც თბილისთან ერთად საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ. სტუმრობის მიზანია, ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. 

"მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა რომ ფორუმის ფარგლებში 50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს. ვფიქრობ, ეს არის  ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მეტ ინვესტორს, არსებულს თუ პოტენციურს, გავაცნოთ ისე რეალური შესაძლებლობები რაც ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკს Global Finance-ის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

წინა სტატია

სექტემბერში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 14 პროცენტით გაიზარდა
15 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

ელისეს სასახლე ჩრდილიდან გამოდის
16 ოქტომბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა