King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს

რომელ სფეროშია ინვესტირებაა მოგებიანი და რაზე ღირს ფსონის დადება? - ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მსგავსი შინაარსის კითხვა საკუთარი თავისთვის ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც არ დაუსვამს.

კითხვაზე პასუხისთვის ზუსტი ფორმულა არ არსებობს, თუმცა თანამედროვე მსოფლიო უკვე დიდი ხანია შეთანხმდა იმაზე, რომ უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე მყარი აქტივია. ამ ბაზარზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს და რაც უფრო მნიშვნელოვანია ის მუდმივადვე მზარდია. ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, ბევრი მიზეზის გამო, უძრავი ქონება ითვლება იმ გრძელვადიან ინვესტიციად, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული.

უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში მუდმივად მზარდია და მას საკმაოდ მსხვილი შემოსავლის მოტანა შეუძლია - როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი იჯარის მეშვეობით. უძრავი ქონება თავად ამოიღებს საკუთარი ღირებულების საფასურს და რამდენიმე წელში ინვესტიცია მოგების მოტანას დაიწყებს.

ბოლო პერიოდში, საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა უძრავი ქონების გაქირავება Airbnb-ს თუ სხვა პორტალების მეშვეობით. მიზეზი მარტივია - ქვეყანაში სწრაფი ტემპით იზრდება ტურისტების რაოდენოაბა, რომელთანც სათანადო განთავსების საშუალებები სჭირდებათ. ეს ბაზარი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდებვა, თუმცა დღეს ბაზარი შორსაა იმის თქმისგან, რომ ის გაჯერებულია. ასე მაგალითად, თუკი ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას და განთავსების საშუალებების რაოდენობას ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მათი შეფარდებით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება სხვა მსგავს ქვეყნებს. თუკი საქართველოში 1000 მოგზაურზე 12 საწოლი ადგილი მოდის, ევროპაში ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია. ტურისტების რაოდენობის ზრდასთან, ერთად იზრდება იმ მოგზაურების რაოდენობაც ვინც საქართველოში სტუმრობისას განთავსების საშუალებად ტურისტულ ობიექტს ირჩევს, მათ შორის კი იგულისხმება აპარტამენტებიც, რომელთა პოპულარობაც წლიდან წლამდე მზარდია.

უძრავ ქონებაში ინვესტირების სასარგებლოდ კიდევ რამდენიმე არგუმენტია. დღეს მხოლოდ თბილისში Airbnb-ს პორტალზე 14 ათასზე მეტი საცხოვრებელია განთავსებული. Cushman&Wakefield-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პორტალზე განთავსებული ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი დღეში საშუალოდ 30-50 დოლარამდე მერყეობს. რაღათქმა უნდა შემოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აპარტამენტის ლოკაციაზე და იმ სერვისებზე, რასაც ის კლიენტს სთავაზობს.

თუკი თვალს გადავავლეთ თბილისის უბნებს, ვნახავთ, რომ პორტალზე განთავსებული ბინები ყველაზე ძვირად ფასობს საბურთალოზე, ვაკეში, მთაწმინდასა და ორთაჭალაში. Property Georgia-ს მონაცემებით, ტურისტულად ყველაზე დატვირთულ აგვისტოს თვეში საბურთალოზე ბინის გაქირავების ერთი დღის საშუალო ფასი 43 დოლარი იყო, თუმცა რა თქმა უნდა ფასი კონკრეტულ აპარტამენტიზეა დამოკიდებული.

ზემოთ მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, არაა გასაკვირი, რომ დღეს არაერთი საცხოვრებელი კომპლექსი მომხმარებელს ისეთ სპეციალურ პირობებს თავაზობს, რომელიც მათ აპარტამენტის გაქირავებაში და შესაბამისად საკუთარი ინვესტიციის მოგებაში გარდაქმნაში დაეხმარება.

King David-ის კომპლექსი დღეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული A კლასის საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსია. King David სასტუმროს ტიპის კომპლექსია თბილისის საუკეთესო პანორამული ხედებით და სრული მომსახურების სპექტრით - შვეიცარი, კონსიერჟი, დაცვისა და დასუფთავების სამსახური - ეს იმ მომსახურებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლითაც King David-ის მაცხოვრებლები სარგებლობენ. ამ კომპლექსში ყველაზე მცირე მოცულობის ბინის გაქირავებით მიღებული საშუალო დღიური შემოსავალი 70 დოლარს აღწევს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოში არსებულ საშუალო ფასს. თუკი თქვენ დამატებითი შემოსავლის მიღება უძრავი ქონების გაქირაბით გსურთ - ერთ-ერთი საუკეთესო ფსონის დადება სწორედ King David-ზეა შესაძლებელი.

მრავალფუნქციურმა კომპლექსმა უძრავი ქონების ბაზრის პრესტიჟულ კონკურსზე - International Property Awards-ზე - საქართველოში 2016-2017 წლების საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსის ტიტულიც მოიპოვა.

King David-ის პრემიუმ კლასის აპარტამენტების ფართი 45 კვ.მ-დან იწყება. აპარტამენტები განსხვავდება როგორც ფართის, ასევე ხედის მიხედვით. 1 კვ.მ-ის საწყისი ფასი კი 1800 დოლარია (შესაბამისი ექვივალენტით ლარში).

მათ ვისაც უძრავი ქონების შეძენა, მისი შემდგომი გაქირავების მიზნით სურთ კომპლექსი რამდენიმე სერვისს ერთდროულად აერთიანებს,  რაც ამ პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს.  თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბინის ტურისტებზე გაქირავების მაჩვენებელი საქართველოში მუდმივად მზარდია, გასაკვირიც არაა რომ კონკურენციის ზრდის პარალელურად სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, იმაზე თუ რა გზით მიიზიდოს კლიენტები და მათ დამატებით რა სერვისები შესთავაზოს. King David-ის კლიენტებს კი ამ ყველაფერზე ფიქრი თავად არ მოუწევთ: პირები, რომლებიც კომპლექსში საინვესტიციო ბინას პირველ დეკემბრამდე შეიძენენ, 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი სერვისებით:

  • დასუფთავება და დალაგება
  • აეროპორტის ტრანსფერი 

ასევე ერთჯერადი მომსახურებები:

  • ბინის პროფესიონალური ფოტო-გადაღება
  • ლექციები და ტრეინინგები ბინის უფრო სარგებლიანად გაქირავების შესაძლებლობების შესახებ.

გარდა ამისა, კომპლექსის სტუმრები სარგებლიბენ სხვამომსახურებით, რაც გულისხმობს ბინის მდგომარეობის მუდმივ მონიტორიგს და რეცეფციას კომპლექსის პირველ სართულზე.

დღეს, King David-ის კომპლექსის მთლიანი ფართობის 40% ემსახურება ინფრასტრუქტურას - ფიტნეს დარბაზი, სპა ცენტრი, 28 მეტრის აუზი, ღია ტერასა ბაღით, კაფეტერია, ბარები, ლობი, რესეპშიონი, საკონფერენციო დარბაზი, ივენთ ჰოლი  - ყველაფერი რაც 5-ვარსკვლავიან ცხოვრების წესს და სტანდარტებს პასუხობს.

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes Georgia in English - Issue #14

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

წინა სტატია

“ვაჩნაძიანის ველი” გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობა
16 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

რა მდგომარეობაა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში
17 ოქტომბერი, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა