ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 11.2 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, 2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის სექტემბერთან შედარებით 11.2%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.9%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0.8% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა გაძვირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე - 0.2%-ით. 1%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 11.9%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (13.8%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.5%), ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე (11.6%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.9%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

ჩვენ გირჩევთ

2019 წლის სექტემბრის ყველაზე პოპულარული პოსტები forbes.ge-ზე

საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

2019 წლის სექტემბრის ყველაზე პოპულარული პოსტები forbes.ge-ზე

2019 წლის სექტემბრის ყველაზე პოპულარული პოსტები forbes.ge-ზე

წინა სტატია

სექტემბერში ბანკების მოგება 8 მილიონი ლარით გაიზარდა
22 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

თიბისი კაპიტალის მეშვეობით სს ნიკორამ 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
22 ოქტომბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა