ნოემბერში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 10.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოში 670 122 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 338 831 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). წინა წლებში, ნოემბერში ასეთი რაოდენობის ან მეტი ტურისტი არასდროს შემოსულა.

2018 წლის ნოემბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 12%-ით (71 810 კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 10.3%-ით (31 559 კაცით) არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად სომხეთდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან,  ევროკავშირიდან  და ყაზახეთიდან გაიზარდა.

ნოემბერში რუსეთიდან 82 029 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში ტურისტების რაოდენობა 6.3%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 7.2%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 8.7 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც 4.8 მილიონი იყო ტურისტი.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2018: ნოემბერი

2019: ნოემბერი

სომხეთი

98,831

116,712

აზერბაიჯანი

106,105

114,657

რუსეთი

92,055

82,029

თურქეთი

65,237

81,736

ისრაელი

9,749

13,287

უკრაინა

11,216

13,000

ირანი

16,541

10,954

ყაზახეთი

3,422

9,214

პოლონეთი

2,639

4,760

ინდოეთი

3,539

4,078

ჩვენ გირჩევთ

PISA-ს მსოფლიო რეიტინგი: რატომ ბრწყინავენ ესტონელი მოსწავლეები გლობალურ ტესტებში

ვარდნა წაკითხულიდან აზრის გამოტანაში, მეცნიერებასა და მათემატიკაში - საქართველო PISA 2018-ში

PISA-ს მსოფლიო რეიტინგი: რატომ ბრწყინავენ ესტონელი მოსწავლეები გლობალურ ტესტებში

PISA-ს მსოფლიო რეიტინგი: რატომ ბრწყინავენ ესტონელი მოსწავლეები გლობალურ ტესტებში

წინა სტატია

VISA Platinum - თიბისიმ ბიზნესებისთვის ახალი ბარათი გამოუშვა
04 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

MyBeeline-ი ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა
05 დეკემბერი, 2019
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა