საქართველო ტოპ სამი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს რეიტინგებში

საქართველომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება აქტიურად 2000 წლიდან დაიწყო. მიუხედავად ამისა, "დიდი სამეულის" (S&P, Moody’s და Fitch) მიერ საქართველოსთვის რეიტინგების მინიჭების პრაქტიკა 2005 წლიდან იწყება.

2004-2005 წლებში, გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, S&P-მ საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს B+ საკრედიტო რეიტინგი, პოზიტიური მოლოდინებით მიანიჭა. ამ შეფასებამ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის სწრაფ გაუმჯობესების უნარიანობას. S&P-მ 2006-2007 წლებშიც B+ რეიტინგი მიანიჭა საქართველოს, დადებითი პერსპექტივით, რაც 2008 წლის მაისამდე გაგრძელდა.

წყარო: S&P, Moody’s, Fitch (www.moodys.comwww.standardandpoors.comwww.fitchratings.com)

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ორივემ Fitch და S&P-მ შეცვალა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი. Fitch-მა საქართველოს მიანიჭა ნეგატიური პერსპექტივის B+ და S&P-მ ნეგატიური პერსპექტივის B.

მიმდინარე მდგომარეობას თუ განვიხილავთ, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ რეიტინგს, ამჟამად საქართველოს Standard & Poor’s”-თან, „Fitch”-თან “BB- “ და Moody’s”-თან “Ba3” სტაბილური რეიტინგი აქვს.

2016 წლის სექტემბერში Fitch-მა გამოაქვეყნა საქართველოს რეიტინგის შეფასება, რომლის თანახმადაც საქართველოს სუსტ მხარეებად მიჩნეულია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და ქვეყნის საგარეო ვალის მაღალი მაჩვენებელი. ძლიერ მხარეებს მიეკუთვნება მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, მაღალი ზრდა ტურიზმის სექტორში და ასევე გაჯანსაღება ფულადი გზავნილების თვალსაზრისით.

შენარჩუნებული BB- რეიტინგის მიზეზები:

  • ინსტიტუციონალური სიძლიერე (ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA).
  • სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია (ჩინეთთან).
  • გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
  • ვალდებულების შეუსრულებლობის დაბალი რისკი.

განვითარების შესაძლებლობა:

  • მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება და გარე ფაქტორებისგან დაუცველობის რისკის შემცირება.
  • AA/DCFTA-სგან სარგებელის მატერიალიზაცია.
  • ინსტიტუციონალური რეფორმები, რათა განვითარდეს ეკონომიკური ზრდა საშუალო ვადიან პერიოდში.

საინტერესოა შევადაროთ საქართველოს 2016 წლის საკრედიტო რეიტინგი მეზობელი ქვეყნებისა და პარტნიორების რეიტინგებს. 2015-2016 წლების მონაცემებით, აღნიშნულ ქვეყნებში, ყველაზე სარისკო რეიტინგი უკრაინას აქვს, რომელიც ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ფონზე გასაკვირი არ არის. ზოგადად რეგიონი მარალი რისკის მატარებელია და ბოლო პერიოდში რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში შეინიშნება საკრედიტო რეიტინგის გაუარესებაც.

წყარო: S&P, Moody’s, Fitch (www.moodys.comwww.standardandpoors.comwww.fitchratings.com)

წინა სტატია

ყველაზე მყარი ინვესტიციები
07 დეკემბერი, 2016

შემდეგი სტატია

წინასაახალწლო ხარჯები და ინფლაცია
16 დეკემბერი, 2016
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker