როგორ გამდიდრდა კატარი?

ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, კატარი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 133,000 PPP დოლარია. ნომინალურ გამოსახულებაში კი 70,000 აშშ დოლარია.

კატარი ტერიტორიით პატარა ქვეყანაა, საქართველოზე დაახლოებით 6-ჯერ მცირე, სადაც 2.6 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

კატარი ისტორიულად სხვადასხვა იმპერიების გავლენის ქვეშ იყო. XVIII-XIX საუკუნეებში ძირითადად საუდის არაბეთში შედიოდა. 1871 წლიდან ოტომანების იმპერიის შემედგენლობაში გადავიდა. 2013 წლის ინგლის-ოსმალეთის შეთანხმების თანახმად ოტომანების იმპერიამ კატარზე უარი თქვა და 1916 წლიდან კატარი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთი დაიცავდა კატარს. 1935 წელს კიდევ უფრო განამტკიცეს ურთიერთობა იმით, რომ თუ კატარში ნავთობის საბადოები აღმოჩნდებოდა, მის მოპოვებაზე ბრიტანულ კომპანიებს ექნებოდათ ექსკლუზივი. სანაცვლოდ, ბრიტანეთი კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოების და სხვა სახის დახმარებებს დაპირდა.

1939 წელს კატარში ნავთობით მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს, მაგრამ მისი მოპოვება მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე გადაიდო. ამ დროს კატარი ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ბრილიანტის ექსპორტიორი იყო.

1949 წელს ბრიტანეთი კატარიდან ნავთობის ექსპორტს იწყებს, ქვეყნის შემოსავლები იზრება. ნავთობიდან მიღებული ფულის დიდი ნაწილი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მშენებობას ხმარდება. 1971 წელს ბრიტანეთმა არაბეთი დატოვა და კატარი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.

მართალია კატარის სიმდიდრის მთავარი წყარო ნავთობი გახდა და ზოგადად, ნავთობი ამარტივებს ქვეყნის გამდიდრებას, მაგრამ ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გზაზეც ბევრი რისკი და გამოწვევაა. მითუმეტეს, არაბეთის ნახევარკუნძულზე, სადაც გეოპოლიტიკას და ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებებს დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. გარდა ამისა, საჭიროა სტაბილურ ნავთობიმპორტიორ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება და საკმაოდ შორ მანძილზე ნავთობის მიწოდება. დღეს გვაქვს მაგალითებიც კი, როდესაც ზოგი ნავთობით მდიდარი ქვეყანა (მაგალთად, ვენესუელა, ნიგერია, ერაყი) ღარიბია ან ბევრად ჩამორჩება კატარს (მაგალითად, რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ლიბია).

1970 წალმდე კატარში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 1,500 დოლარი იყო. 1973 და 1979 წლების სანავთობო შოკმა, რომელმაც ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, კატარის შემოსავლების მატება გამოიწვია. მოსახლეობა 300 ათასამდე გაიზარდა.

კატარის სწრაფი გამდიდრება 1990-იანი წლებიდან იწყება, როცა გაზის მოპოვებას იწყებს ჩრდილოეთ საბადოდან, რომელიც ჯერ კიდევ 1971 წელს აღმოჩინეს, მაგრამ 20 წლით დახურული იყო.  ბუნებრივი გაზის რეზერვებით კატარი მესამეა მსოფლიოში, რუსეთის და ირანის შემდეგ.

1997 წელს დასრულდა პირველი დიდი მანძილის გაზსადენის მშენებლობა, რომლითაც კატარმა გაზი იაპონიას მიაწოდა. მომდევნო 15 წელიწადში კი კერძო კომპანიების დახმარებით ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე ააშენა მილსადენი ინფრასტრუქტურა.

კატარი არ დალოდებია მხოლოდ ნავთობით ფამდიდრებას და სხვა სფეროების განვითარებაც დაიწყო. 1994 წელს დაარსდა ცნობილი კომპანია “ Qatar Airways“. 1996 წელს გაიხსნა გლობალური მედიის ერთ-ერთი ლიდერი ტელევიზია “ალ ჯაზირა“. 2004 წელს კატარში დაარსდა ტექნოლოგიური პარკი, სადაც მნიშვნელოვან ინოვაციებზე მუშაობენ. დღეს მრეწველობაზე ქვეყნის ეკონომიკის 56% მოდის, 44% კი მომსახურების სექტორს უჭირავს.

1990-იანი წლებიდან დაწყებული გზის ექსპორტის და 2000-იანების დასაწყისიდან ნავთობზე მზარდი ფასების გამო კატარი წლიდან წლამდე სწრაფად მდიდრდებოდა. ეკონომიკა ყოველწლიურად 9%-მდე იზრდებოდა. 1995 წელს კატარის ეკონომიკა (მშპ) 8 მილიარდი დოლარი იყო, 2000 წელს - 15 მილიარდი, 2005-ში 45 მილიარდი, 2008-ში კი 115 მილიარდი დოლარი. დღეს კატარი ეკონომიკა დაახლოებით 192 მილიარდი დოლარია.

2005 წელს შეიქმნა კატარის საინვესტიციო სახელმწიფო ფონდი, რომელიც არამარტო კატარში, ქვეყნის გარეთაც მნიშვნელოვან ინევსტიციებს ახორციელებს.

კატარის ეკონომიკა იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ სამუშაო ძალა არ ყოფნიდა, ამიტომ სამუშაო ვიზების გაცემა მარტივად დაიწყეს. ამას შედეგად იმიგრანტების ბუმი მოჰყვა. 1995 წელს ნახევარი მილიონი ადამინი ცხვრობდა კატარში, 2010-ში 1.8 მილიონი. ეხლა კატარში 2.6 მილიონზე მეტია ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 87% სამუშაოდ ჩასული ემიგრანტებია. ადგილობრივი მოსახლეობის წილი 13%-მდე შემცირდა.


წინა სტატია

ბაყაყი უნდა ამოხტეს
02 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “ადიდასი“?
05 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker