როგორ გამდიდრდა მარსების ოჯახი?

მარსების ოჯახის სიმდიდრე 80 მილიარდი აშშ დოლარია და მსოფლიოში სიმდიდრით მხოლოდ ორი ოჯახი უსწრებს, უოლტონების და კოხების.

კომპანია “მარსს“ ეკუთვნის ტკბილეულობის და ცხოველების საკვების ბევრი ცნობილი ბრენდი, ესენია: სნიკერსი, მარსი, ტვიქსი, ბაუნტი, M&M’s, მილქი ვეი, სქიტლზი, ორბიტი, ჯუისი ფრუთი, ვრიგლი, პედიგრი, ვისკასი, როიალ კენინი და სხვა.

აშშ-ის შტატ მინესოტაში, 1883 წელს დაიბადა ფრენკ მარსი. მცირე ასაკში ის პოლიომიელიტით დაავადდა რის გამოც სკოლაში სიარული არ შეეძლო. მას სახლის სამზარეულოში დედა ამეცადინებდა და თან შოკოლადის მომზადებასაც ასწავლიდა.

19 წლიდან ფრენკ მარსი კანფეტებს და ჩიპსებს ყიდდა. 1902 წელს იქორწინა და 2 წელიწადში პირველი შვილი, ფორესტ ედვარდ მარსი შეეძინა. 1911 წელს მეუღლესთან ერთად “მარსის კანფეტების“ საწარმო დაარსა ვაშინგტონის შტატის ქალაქ, ტაკომაში. თუმცა, კონკურენტებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, საწარმო დახურა და 1920 წელს მშობლიურ მინესოტაში დაბრუნდა. მინესოტაში ახალი კომპანია  “Mar-O-Bar Co“ დააფუძნა, რომელიც დღეს კორპორაცია “მარსის“ სახელით არის ცნობილი.

1923 წლიდან ოჯახურ ბიზნესში მისი შვილი, ფორესტ მარსი ჩაერთო, მას ჰქონდა იდეა რძის შიგთავსის შოკოლადის ფილები გაეყიდათ. ასე შეიქმნა “მილქი ვეი“, რომელიც მარსების პირველი ყველაზე წარმატებული პროდუქტი გახდა. იმდენად კარგად იყიდებოდა, რომ შეძლეს გაყიდვების სპეციალისტები დაექირავებინათ.

1929 წელს მარსები ჩიკაგოში გადავიდნენ, სადაც შოკოლადის დიდი ქარხანა გახსნეს. 1930 წელს გამოუშვეს შოკოლადი “სნიკერსი“, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა ამერიკის ბაზარზე. 1932 წელს ბაზარს შოკოლადი “მარსი“ შეემატა.

1934 წელს, ფრენკ მარსი გარდაიცვალა. ფორესტ მარსმა გადაიბარა სრულად საქმიანობა, 1935 წელს ინგლისში შოკოლადების მწარმოებელი კომპანია  “Chappell Brothers“ შეიძინა და ინგლისშიც დაიწყო თავისი პროდუქციის წარმოება. 1939 წელს მარსები ცხოველების საჭმელის პირველ ბრენდს უშვებენ, ეს არის კატების საჭმელი “KIT-E-KAT“.  1930-იანი წლები იმითაც გამოირჩევა, რომ მარსი საკმაოდ მასშტაბურ და მრავალფეროვან სარეკლამო კამპანიაზე გადადის. მაგალითად, 1939 წელს გამოსული “დაბლიმენტის“ სარეკლამო კამპანია ითვალება, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხანგრძლივი იყო იმ დროისთვის.

1940 წელს ფორესტ ფრანკი ევროპიდან ისევ ამერიკის ბაზარს უბრუნდება აქტიურად და ქმნის ახალ ბრენდს “M&M’S“, რომელიც თავიდან ფილების სახით გამოდიოდა და 1941 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ომის დასრულების შემდეგ “M&M’S“-ი იმდენად წარმატებულად იყიდება, რომ კომპანიას ახალი ქარხნების გახსნის საშუალებას აძლევს. 1942 წელს აარსებს კომპანია “Uncle Ben’s“-ს. 1958 წელს კი ცხოველების საკვების კიდევ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი “ვისკასი“ ემატება მარსების იმპერიას.

1960-იან წლებში, მარსი ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში ხსნის ქარხნებს. 1964 წელს კი თხილის და თაფლის გადამამუშავებელ ქარხანას ხსნის, რაც მისი შოკოლადების ხარისხს აუმჯობესებს. 1965 წელს ინგლისში ხსნის კვლევით ცენტრს, რომელიც სიახლეებზე მუშაობს, განსაკუთრებით ცხოველების საკვების ხარისხის ამაღლების კუთხის. 1967 წელს ავსტრალიაშიც იხსნება ქარხანა.

1970-1990-იანი წლები ძალიან წარმატებულია კომპანიისთვის, ემატება ახალი ბრენდები და კომპანიის შემოსავლები იზრდება. მარსის პროდუქცია მთელ მსოფლიოში ცნობადი ხდება და მაღაზიის თაროებს იპყრობს. 1999 წელს 96 წლის ასაკში მარსების იმპერიის მთავარი სულისჩამდგმელი ფორესტ მარსი გარდაიცვალა.

2000-იანების დასაწყისი “ორბიტის“ დიდი წარმატებით (ყველაზე გაყიდვადი საღეჭი რეზინი გახდა) დაიწყო. 2002 წელს კი მარსმა ფრანგული კომპანია “როიალ ქენინი“ შეიძინა. 2007 წელს კი ამერიკული ვეტერინარული კლინიკების ქსელი “ბენფილდი“ შეისყიდა.

კომპანია “მარსს“ დღეს ისევ მარსების ოჯახი ფლობს. მათგან ყველაზე მდიდარი ფორესტ მარსის შვილები, ჯონ და ჟაკლინ მარსები არიან - 29-29 მილიარდი დოლარის ქონებით. ამავე დროს, ჟაკლინ მარსი სიმდიდრით მე-5 ქალია მსოფლიოში. 7.3-7.3 მილიარდი დოლარი აქვთ ფორესტ მარსის კიდევ ერთი შვილის ფორესტ უმცროსის 4 შვილს.

slide36

წინა სტატია

ორნი დემოკრატების უბანში
09 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ქართული კულინარული კვალი პრაღაში
10 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker