როგორ გამდიდრდა “მაკდონალდსი“?

2019 წელს “მაკდონალდსმა“ 21 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 9 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 210 ათასი ადამიანი. მისი აქტივები 33 მილიარდ დოლარამდეა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 140 მილიარდი დოლარია. სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესში “მაკდონალდსი“ შემოსავლებით და საბაზრო ღირებულებით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე “სტარბაქსია“.

1940 წლის 15 მაისს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ბერნარდინოში ძმებმა რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა რესტორანი “მაკდონალდსი“ გახსნეს. ძმები ირლანდიელი ემიგრანტების ღარიბ ოჯახში დაიბადნენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ “ამერიკული ოცნება“ აუხდათ. ბიზნესი 1937 წელს ჰოტ დოგის სდენტით დაიწყეს. ჰოტ დოგების დიდად წარამტებულად არ მისდიოდათ. გადაწყვიტეს რესტორანი გაეხსნათ, ამისთვის ბანკიდან სესხი სჭირდებოდათ. რამდენიმე ბანკისგან მიღებული უარის შემდეგ, საბოლოოდ “ამერიკის ბანკისგან“ 5000 დოლარის სესხი მიიღეს. სწორედ ამ თანხით გახსნეს “მაკდონალდსი“. რესტორნის პირველი მზარეული თავად რიჩარდ მაკდონალდსი იყო.

          

თავიდან რესტორანი მძღოლებზე იყო გათვლილი და სიიაფით გამოირჩეოდა. შეძენილი საჭმელი მანქანაში მძღოლებისთვის გამომწვევად ჩაცმულ ახალგაზრდა გოგოებს მიჰქონდათ. 1948 წელს “მაკდონალდსმა“ რეორგანიზაცია განიცადა, ის სწრაფი კვების რესტორანდ გადაკეთდა, ასევე გადავიდა თვითმომსახურებაზე. სამზარეულოს დანადგარები უჟანგავი ლითონისგან დამზადდა, რომელიც რესტორნის დარბაზიდანაც კარგად ჩანდა. ძირითადი კერძი ჰამბურგერი იყო, რომელიც 15 ცენტი ღირდა. იყიდებოდაკარტოფილის ჩოსებიც, ნამცხვარი, რძე, ყავა და უალკოჰოლო სამსმელები.

წარმატებამაც არ დააყოვნა. ძმებს მაკდონალდსებს წელიწადში 40 000 დოლარის შემოსავალი ჰქონდათ. რესტორნის ძირითადი კლიენტები თინეიჯერები და ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, რომლებიც რესტორანში დასაქმებულ ახალგაზრდა გოგოებთან “საფლირტაოდ“ მიდიოდნენ. ასევე ახალ რესტოარანი პოპულარული იყო ახალგაზრად წყვილბში, იაფი საჭმლის გამო. რამოდენიმე წლის შემდეგ, ძმები მაკდონალდები მიხვდნენ, რომ “თიფსის“ გამო კლიენტებთან “მოფლირტავე“ გოგოებზე დაყრდნობას, სწრაფი მომსახურების შეთავაზება ჯობდა.

1949 წლიდან „მაკდონალდსმა“ მენიუს მილქშეიქი დაამატა, რომელიც ბურგერთან და ფრისთან ერთად ყველაზე გაყიდვადი გახდა. ძმები მაკდონალდები მდიდრები და დაფასებულები გახდნენ.

“მაკდონალდსის“ რესტორნების რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ძმები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შენობების არქიტექტურას. აუცილებელი იყო წითელ-თეთრი ფერების გამოყენება და ე.წ. “ოქროს თაღები“.

კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი იყო 1954 წელს ბიზნესმენ რეი კროკის გამოჩენა, რომელიც ჯერ გაყიდვებში ეხმარებოდა ძმებს, მერე კი მათგან ფრანჩაიზინგის უფლება შეიძინა და “მაკდონალდსის“ რესტორნების სხვადასხვა ქალაქში გახსნა დაიწყო. 1961 წელს კი რეი კროკმა ძმებისგან "მაკდონალდსი“ სრულად იყიდა 2.7 მლნ დოლარად.

1960-იან წლებში “მაკდონალდსის“ რესტორნების რიცხვი აშშ-ში სწრაფად მატულობდა და 700-ს მიაღწია. 1967 წელს კი პირველი საზღვარგარეთული ფილიალები გაიხსნა - კანადაში და პუერტო რიკოში. 1978 წელს კი იაპონიაში. იხსნებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც. კომპანია არცერთ ახალ რესტორანში არ ღალატობდა თავის მთავარ პრინციპებს: სწრაფი და კეთილგანწყობილი მომსახურება, შეზღუდული მენიუ და სისუფთავის მაღალი სტანდარტები.

პოსტსაბჭოთა სივრცეში, 1990 წელს "მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი მოსკოვში გაიხსნა, სადაც პირველივე დღეს უსასრულო რიგები დადგა. 1999 წელს კი “მაკდონალდსი“ თბილისშიც გაიხსნა, სადაც ასევე დიდი რიგები იყო პირველ დღეებში.

დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში "მაკდონალდსის“  38 ათასამდე რესტორანია. კომპანია იქცა ამერიკის შეერთებული შტატების ერთგვარ სავიზიტო ბარათად. ადამიანებს ამერიკაზე ერთ-ერთი პირველი “კოკა-კოლა“ და “მაკდონალდსი“ ახსენდებათ. მეტიც, ანტიგლობალისტური მოძრაობის დროს აქტივისტები თავს ესხმიან ხოლმე მაკდონალდსის რესტორნებს, როგორც მსოფლიოში ამერიკის დომინირების გამოხატულებას.

წინა სტატია

კომპანიები ჩინეთს ტოვებენ, შესაძლებლობა განვითარებად ქვეყნებს
05 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა უორენ ბაფეტი?
08 მაისი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker