როგორ გამდიდრდა “სამსუნგი”?

2018 წელს “სამსუნგმა“ 209 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. შემოსავლების მიხედვით სამსუნგი მსოფლიოში მე-15 ადგილზეა. კომპანიის აქტივები 265 მილიარდი დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 300 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ყავს 310 ათასამდე ადამიანი.

1938 წელს კორეის (ეხლა სამხრეთ კორეა) ერთ პატარა სოფელში მცხოვრები მიწათმფლობელი, 28 წლის ლი ბონ ჩოლი ქალაქ, დეგუში გადავიდა საცხოვრებლად და დაახლოებით 2 000 დოლარით კომპანია “სამსუნგი“ (ითარგმნება როგორც “სამი ვარსკვლავი“) დააფუძნა. კომპანია სურსათით, ძირითადად, თევზით და ბოსტნეულით ვაჭრობდა, სადაც 40 ადამიანი იყო დასაქმებული.

          

კომპანიის შემოსავლები იზრდებოდა და 1947 წელს, ბონ ჩოლიმ, ვაჭრობა სეულში დაიწყო, სადაც  ოფისიც გადაიტანა. კორეის ომის დროს, სეულის დატოვება მოუწია და ბიზნესს 1954 წელს დაუბრუნდა, ქალაქ ბუსანში შაქრის, ხოლო ქალაქ დეგუში შალის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა. ორივე ქარხანა კომაპანია “სამსუნგის” საკუთრება იყო.

1957 წელს “სამსუნგის“ კომპანიების ჯგუფს სადაზღვევო კომპანია Samsung Life Insurance-ი შეემატა. აღდგა “სამსუნგის“ სავაჭრო კომპანიაც, რომელიც დღეს Samsung C&T Corporation-ის სახელით არის ცნობილი და ვაჭრობასთან ერთად მშენებლობითაც არის დაკავებული. “სამსუნგი“ თანდათან კონგლომერატად ჩამოყალიბდა და დღემდე რამოდენიმე სექტორში მომუშავე კომპანიებს აერთიანებს.

50-იან წლებში “სამსუნგმა“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო სახელმწიფოსგან, რადგან ის გახდა ერთ-ერთი ე.წ. “ჩებოლი“, რომელზეც მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა. “ჩებოლი“ იყო იაპონური “ზაიბაჩუს“ ანალოგი, ანუ მსხვილი ინდუსტრიული კონგლომერატი. “სამსუნგი“ იღებდა დაკვეთებს მთავრობისგან, თუ რა უნდა ეწარმოებინა და ასევე სარგებლობდა სამთავრობო შეღავათიანი სესხებით, საგადასახადო შეღავათებით. კორეაში ამ პერიოდში 30-მდე “ჩებოლი“ შეიქმნა, მაგრამ სამსუნგი ყველაზე წარამტებული აღოჩნდა. ასევე, ცნობილი ჩებოლებია LG, Daewoo და Hyundai. ზოგიერთი მათგანი კი დროთაგანმავლობაში გაკოტრდა.

1961 წელს სამხრეთ კორეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ლი ბონ ჩოლი, როგორც ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებული პირი, დააპატიმრეს. მათ შორის კორუფციულ ფაქტებშიც ამხილეს, მაგრამ ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, “ჩებოლების“ მფლობელები არ დაესაჯა, რადგან ისინი ქვეყნის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობდნენ. ლი ბონი ქვეყნის ახალი მმართველის, გენერალ, პაკ ჩონ ჰის დაუახლოვდა და მისი ნდობა მოიპოვა. მთავრობამ ექსპორტის გაფართოება დაავალა და შეღავათიანი კრედიტები მისცა.

ლი ბონ ჩოლის და კონგლომერატ “სამსუნგის“ ყველაზე დიდი წარმატება 1969 წლიდან იწყება, როდესაც დაარსდა Samsung Electronics, რომელიც თავიდან შავ-თეთრ ტელევიზორებს უშვებდა. ელექტრონიკა ქვეყანაში სტრატეგიულ დარგად გამოცხადდა.

1970-იან წლებში “სამსუნგმა“ მთავრობის დავალებით გემების მშენებლობაც დაიწყო. ეს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის გეგმის ნაწილი იყო. 70-იანი წლების ბოლოს “სამსუნგი“ საკუთარი მაღაზიების და სერვის ცენტრების გახსნას იწყებს.

1974 წელს კომპანიები Samsung Petrochemical და Samsung Heavy Industries  შეემატა კონგლომერატს.

1983 წლიდან კომპანია კომპიუტერების და მიკროსქემების წარმოებას იწყებს. 80-იანი წლების დასაწყისიდან მისი ელექტროტექნიკა უკვე ექსპორტზეც გადის.

1987 წელს “სამსუნგის“ დამაარსებელი გარდაიცვალა და მისი საქმე შვილმა, ლი კონ ჰიმ გააგრძელა, რომელიც დღემდე მართავს კომპანიას.

                  

1991 წლიდან “სამსუნგმა“ ტელეფონების გამოშვება დაიწყო. 1993 წელს შეიცვალა კომპანიის ლოგო, სამ ვარკვლავიანი ლოგო დღეს არსებულმა ცნობილმა ლოგომ ჩაანაცვლა.

          

1998 წელს კომპანიამ ციფრული ტელევიზორები, ხოლო 1999 წელს მობილური ტელეფონები გამოუშვა. 2000-იანი წლებიდან “სამსუნგის“ ტექნიკა ბევრ ქვეყანაში გამოჩნდა, რომელიც გამორჩეული იყო დახვეწილი დიზაინით და ხარისხით.

1900-იანი წლების დასაწყისში კომპანიის საწარმოებზე ქვეყნის ეკონომიკის 2%-მდე მოდიოდა, რაც 2010-იან წლებში 20%-მდე გაიზარდა.

დღეისათვის “სამსუნგი“ 80-მდე კომპანიას მოიცავს და საქონელს და მომსახურებას თითქმის ყველა დარგში აწარმოებს, ესენია: საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკა, ქიმიური პროდუქტები, თვითმფრინავების დეტალები. სამედიცინო ტექნიკა, გემები, რეკლამა, დაზღვევა, მშენებლობა, ჯანდაცვა, სასტუმროები და ა.შ.

2005 წელს კომპანიის შემოსავალი 70 მილიარდი დოლარი იყო, რომელიც მომდევნო 10 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა ბილ გეითსი?
19 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

ჰონგ კონგი კვლავ საფრთხეშია!
25 მაისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker