ანიმაციური ფილმი “კუნგ-ფუ პანდა 3” ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

სტუდია DreamWorks-ის ახალმა ნამუშევარმა, “კუნგ-ფუ პანდა 3”-მა, გასულ უქმეებზე, აშშ-სა და კანადის კინოთეატრებიდან 41 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის პირველი ნაწილი 2008 წელს გამოვიდა ეკრანებზე და საერთო ჯამში 666 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2011 წელს გამოსულმა მეორე ნაწილმა - $632 მილიონი.

1 თებერვლიდან “კუნგ-ფუ პანდა 3” საქართველოს კინოთეატრებშიც არის წარმოდგენილი.  “გადარჩენილი” (The Revenant), 12,4 მლნ შემოსავლით, ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში მეორე ადგილზეა. ფილმი წარდგენილია “ოსკარზე”. ფილმში მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლეონარდო დიკაპრიომ უკვე  მოიპოვა “ოქროს გლობუსი”  და მსახიობთა გილდიის ჯილდო.  რეიტინგში მესამე ადგილზეა “ვარსკვლავური ომები: ძალის გაღვიძება”, კინოგაქირავებიდან ფილმის შემოსავალმა გასულ უქმეებზე 10,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წინა სტატია

ირანული ბანკები SWIFT-ზე წვდომას იბრუნებენ
02 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

იანვარში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა
03 თებერვალი, 2016
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker