ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურმა შემოსავალმა ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით 10 044 აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლის სიდიდით 190 ქვეყანას შორის საქართველოს 108-ე ადგილზეა (2015 წელსაც 108-ზე ვიყავით). სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 10 645 (PPP) დოლარამდე გაიზრდება.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP) ყველაზე მაღალი ყატარშია - 127 660 დოლარი, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 104 000 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 684 დოლარით. ბოლოდან მეორეზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 773 დოლარით.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სურათია: რუსეთი - 26 490 დოლარი, თურქეთი - 24 900 დოლარი, აზერბაიჯანი - 17 440 დოალრი, სომხეთი - 8 621 დოლარი. უკრაინაში 8 305 დოლარია.

ცხრილი: ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2016 წელს

 

ქვეყანა

(PPP)დოლარი

1

ყატარი

               127 660  

2

ლუქსემბურგი

               104 000 

3

მაკაუ

                 95 151  

4

სინგაპური

                 87 855  

5

ბრუნეი

                 76 884  

6

ქუვეითი

                 71 887  

7

ნორვეგია

                 69 249  

8

ირლანდია

                 69 231  

9

არაბთა გაერთ. ემირატები

                 67 871  

10

შვეიცარია

                 59 561  

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

წინა სტატია

მარტში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.4 პროცენტით გაიაფდა
20 აპრილი, 2017

შემდეგი სტატია

Alliance Group Reshaping Georgia’s Architecture
20 აპრილი, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker