საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების პირველი კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციამ (GONCA) გადაწვიტა, საქართველოში ფინტეკის პოპულარიზაციისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა და საკუთარ თავზე აიღო ფინანსური ტექნოლოგიების პირველი კონფერენციის ჩატარება.

ფინტეკი (ფინანსური ტექნოლოგიები) კომპიუტერული პროგრამებისა და იმ ტექნოლოგიების ერთობლიობაა, რომლებიც საბანკო საფინანსო მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ღონისძიება 2017 წლის 16 მაისს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება.

მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს სექტორის, საგანმანათლებლო სფეროს, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში განხულული იქნება როგორც ზოგადად ფინანსური ტექნოლოგიების არსი და მნიშვნელობა, ასევე მისი განვითარების დონე და აუცილებლობა საქართველოში.

ფინანსური ტექნოლოგიების პირველი ქართული კონფერენციის თანაორგანიზატორი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაა (BAG). ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწრებიან ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და წარჩინებული სტუდენტები ქართული უნივერსტიტეტებიდან.

წინა სტატია

Continuous Block Chains
16 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

ქართული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებლები
16 მაისი, 2017
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker