მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა 1 თვეში გამოცხადდება

საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა 1 თვეში გამოცხადდება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, სატენდერო დოკუმენტაცია უკვე შედგენილია. კორპორაციის გადაწყვეტილებით, აქამდე დაგეგმილი სამფაზიანი ტენდერის ნაცვლად, რომლის პირველი ფაზა დამთავრებულია, ერთიანი ტენდერი გამოცხადდება.

თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი არაერთ კომპანიას აქვს, მათ შორის აზერბაიჯანულ SOCAR-საც. ასევე დაინტერესებაა საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მხრიდანაც, - მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, KFW-ის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამბობენ, რომ პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მინიმუმ 51% იქნება.

გაზსაცავის მშენებლობა სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება და არსებული პროექტის მიხედვით, მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. გაზსაცავის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.  

წინა სტატია

რომელი ქვეყნებიდან იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა
08 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოში გამოშვებული საგადახდო ბარათებიდან ყველაზე დიდი წილი Master Card-ს აქვს
08 ივნისი, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker