ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციები მიწის შესახებ კანონზე

ინვესტორთა საბჭომ მიწის შესახებ ორგანულ კანონთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები მთავრობას წარუდგინა. საბჭო აღნიშნავს, რომ უცხოური კერძო კაპიტალი საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

საბჭოს წევრების უმეტესობა თანხმდება, რომ უცხოელებისთვის სასოფლო-სამურნეო მიწის ფლობის აკრძალვა, საქართველოში დარგის და განვითარებას შეაფერხებს. 

"გამოცდილება აჩვენებს, რომ FDI და დასავლეთის საუკეთესო გამოცდილება, მოსავლის მართვის თანამედროვე მენეჯმენტთან ერთად, ზრდის შემოსავლებს, კეთილდღეობას და ფინანსურ უსაფრთხოებას ყველა მხარისთვის", - ვკითხულობთ ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციებში. 

რეკომენდაციებს შორის მოხვდა კონსტიტუციაში ტერმინის „მიწა“ „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწით“ შეცვლა, რაც მიღებულ კონსტიტუციაში უკვე ასახულია. გარდა ამისა, საბჭოს საკუთარი რეკომენდაცები აქვს ორგანულ კანონთან დაკავშირებითაც. კერძოდ, საბჭო აღნიშნავს, რომ კანონში გამონაკლისი შემთხვევების შესახებ განმარტება, გამჭვირვალე და ნათელი უნდა იყოს, რათა პოტენციურ ინვესტორებში გაურკვევლბა არ წარმოიშვას.

ამასთან საბჭო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. 

"ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995), აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული", - აღნიშნავს, საბჭო. 

ამასთან, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ორგანულ კანონში გათვალისწინებული იყოს ჩანაწერილი უკვე არსებული მიწის ფლობასთან დაკავშირებით. „კანონში უნდა ეწეროს, რომ ინვესტორებს, რომლებიც უკვე ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, შესაძლებლობა ექნებათ ის გადასცენ ან გაყიდონ ნებისმიერ სხვა უცხოელ პირზე. ეს სიგნალს მისცემს ინვესტორებს, რომ ისინი საქართველოში დაცულები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შესაძლოა უზარმაზარი ზიანი მიაყენოს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას“. 

ამასთან, საბჭოს რეკომენდაცია მოიცავს მინორიტარი უცხოელი ინვესტორებისთვის მიწის ფლობის უფლებას.

 

„მიწის შესახებ კანონში მცირე ცვლილებებს შეუძლია საკმაოდ ნეგატიური შედეგი მოიტანოს. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო გამოცდილება ორგანული კანონის შემუშავებისას“, - აღნიშნავს ინვესტორთა საბჭო.  

ინვესტორთა საბჭო მიწის შესახებ კანონი რეკომენდაციები სოფლის მეურნეობა

წინა სტატია

სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება
09 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

საუკუნის იუბილე
09 ოქტომბერი, 2017
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker