საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების მოცულობა მცირდება

საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების მოცულობა მცირდება. წლის 8 თვეში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 25,5 მილონი ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 0,8 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

საანგარიშო პერიოდში საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებულმა ტვირთებმა ჯამში 10,7 მლნ ტონა შეადგინა, რაც ასევე 0,8 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.

ამავე პერიოდში საზღვაო ტერმინალებმა 248 207 TEU ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა წლის 8 თვეში 0,9 მლნ ტონით შემცირდა და 2,8 მლნ ტონა შეადგინა. შემცირდა სუფსის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც და მან 2,4 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 2,8 მლნ ტონისა. 4,4 მლნ ტონამდე გაიზარდა ფოთის პორტში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა, ხოლო ყულევის საზღვაო ტერმინალში 1,1 მლნ ტონამდე. 

ტვირთბრუნვა ტერმინალი ნავსადგური

წინა სტატია

ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულება იზრდება
09 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

IMF Reaches Agreement for Completion of the First Review of Georgia’s Extended Fund Facility
09 ოქტომბერი, 2017
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker