მცირე და საშუალო საწარმოებს დამატებითი სესხებს შესთავაზებენ

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF) - ერთობლივად EIB ჯგუფი (EIB Group) - ხელი მოაწერეს პირველ საგარანტიო ხელშეკრულებას 100 მილიონი ევროს სესხების სახით გაცემაზე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში. 

EU4Business ინიციატივის ფარგლებში დადებული ეს ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობას 70% საგარანტიო უზრუნველყოფით თითოეულ სესხზე, და სთავაზობს მათ დაფინანსებას ხელსაყრელი პირობებით, მათ შორის შემცირებულ მოთხოვნას სესხის უზრუნველყოფაზე. 

სავარაუდოდ, სამი საგარანტიო ოპერაცია უზრუნველყოფს დამატებით დაფინანსებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რის შედეგიც იქნება სტაბილური სამუშაო ადგილები და ბიზნესის ახალი პერსპექტივები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. აღნიშნული გარანტიები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

მცირე და საშუალო საწარმოები ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროპის საინვესტიციო ფონდი

წინა სტატია

EBRD Will Finance Construction Of Nenskra HPP
26 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

Additional Loans To Be Offered To Smes In Georgia
27 ოქტომბერი, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker