EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD მომდევნო წელს საქართველოში ასევე 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება რაც მაისის პროგნოზთან შედარებით 0,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში EBRD ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება. რეგიონის ქვეყნებისთვის კი მიმდინარე წლის პროგნოზი შემდეგია:

სომხეთი 3,5%

აზერბაიჯანი - -0,5%

ბელორუსი - 1,5%

მოლდოვა - 3%

უკრაინა - 2%

თურქეთი - 5,1%

რუსეთი - 1,8%

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას EBRD ექსპორტისა და ტურიზმის მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირებს.

EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

წინა სტატია

ოქტომბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 79 მილიონი დოლარით შემცირდა
07 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

IMF მთავრობას კიდევ ერთ რეგულაციას სთავაზობს
08 ნოემბერი, 2017
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker