ექსპორტის მოცულობით საქართველო მსოფლიოში 123-ე ადგილზეა

მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა ჩინეთია. გასულ წელს ჩინეთიდან ექსპორტმა $1,9 ტრილიონი შეადგინა, რაც მსოფლიო ექსპორტის თითქმის 11%-ს შეადგენს.

CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით 123-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტმა $2,831,000,000 შეადგინა.

მსოფლიოს 10 უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა შემდეგია:

ჩინეთი - $1,990,000,000,000

ამერიკის შეერთებული შტატები - $1,456,000,000,000

გერმანია - $1,322,000,000,000

იაპონია - $634,900,000,000

კორეის რესპუბლიკა - $511,800,000,000

საფრანგეთი - $507,000,000,000

ჰონგ კონგი - $502,500,000,000

ნიდერლანდების სამეფო - $495,400,000,000

იტალია - $454,100,000,000

საქართველოს მეზობელი თურქეთიდან ექსპოტმა გასულ წელს $150,200,000,000 შეადგინა და ის მსოფლიოში 30-ე ადგილს იკავებს. 75-ე ადგილზეა აზერბაიჯანი $13,210,000,000-ით. 281,900,000,000 დოლარით, მსოფლიოს ექსპორტიორებს შორის მეთვრამეტე ადგილს იკავებს რუსეთი. სომხეთი კი სიაში 139-ე ადგილზეა $1,891,000,000-ით.

ექსპორტი ჩინეთი საქართველოს ექსპორტი

წინა სტატია

გიორგი რამიშვილი: ფაქტები ჩვენს მხარესაა
30 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

In Georgia, 47,7% Of Enterprises Do Not Use Social Networks
30 ნოემბერი, 2017
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker