საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

2017 წლის პირველ 10 თვეში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდულმა ტვირთების მოცულობამ 33,4 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 900 000 ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

შემცირდა საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა და მან იანვარ-ოქტომბერში 13,5 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 14,6 ტონისა. თუმცა, პორტებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა გაიზარდა და წლის 10 თვეში 316 870 TEU ერთეული შეადგინა.

შემცირდა საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვაც და იანვარ-ოქტომბერში 8,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 1,2 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ტვირთი ფოთის პორტმა გადაამუშავა და მისმა მოცულობამ 5,6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 0,4 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია. 3,5 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა, რაც 1,1 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია. 0,4 მლნ ტონით ნაკლები ტვირთი გადაამუშავა სუფსის საზღვაო ტერმინალმა და მისმა მოცულობამ წლის პირველ 10 თვეში 3,1 მლნ ტონა შეადგინა. ყულევის საზღვაო ნავსადგურმა კი იანვარ-ოქტომბერში 1,4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა.

ტვირთბრუნვა ტვირთები ტერმინალი ნავსადგური

წინა სტატია

საქართველოს ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად?
19 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Geocell-ის შეძენა ყაზახებს სურთ
19 დეკემბერი, 2017
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker