როგორ იზრდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკები

2017 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ საქართველოში 4,8 პროცენტი შეადგინა. წლის III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4,4%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში სომხეთში ეკონომიკური ზრდა 3.5% იყო, თურქეთში 11.1%, რუსეთში 1.8%, ხოლო უკრაინაში კი 2.1. III კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების 2.3%-ით.

რაც შეეხება ინფლაციას, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა.

დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შემდეგი იყო:

აზერბაიჯანი - 10.7%
სომხეთი - 2.2
თურქეთი - 11.9%
ევროზონა - 1.4%
რუსეთი - 2.5%
აშშ - 2.2%
უკრაინა - 13.6%

ეკონომიკა ეკონომუკური ზრდა ინფლაცია

წინა სტატია

ხარისხის ფილოსოფია
12 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

2017 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა
12 იანვარი, 2018
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker