ბადაგონი: სამუშაო პროცესი გაჩერებულია

“ბადაგონის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი სალაყაიამ, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილთან და თანამშრომლებთან ერთად, ზემო ხოდაშნის ქარხანაში პრესკონფერენცია გამართა.

როგორც სალაყაიამ აღნიშნა, “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ მთელი საწარმო პარალიზებულია და სამუშაო პროცესი მთლიანად გაჩერებულია.       

“ბადაგონი” უპირობო ლიდერი კომპანიაა და სწორედ ამიტომ გუშინ შემოვარდნენ. ამ ყველაფრის უკან იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, დავით ბეჟუაშვილის, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვლადიმერ ჯანჯღავა. ჩვენ ასე მარტივად არ დავნებდებით. უახლოეს სამ დღეში მოხდება ჩვენი პარტნიორი კომპანიების მობილიზება, რომლებიც ჩამოვლენ მხარდასაჭერად და საერთაშორისო საზოგადოება შეიტყობს, თუ რა პირობებშია დღეს ქართული ბიზნესი”, - განაცხადა სალაყაიამ.

გენერალური დირექტორის განცხადებით, “მსგავსი ვანდალური შემოვარდნით უამრავი ადამიანი უმუშევარი რჩება”.

ბადაგონი გიორგი სალაყაია

წინა სტატია

საინტერესო ფაქტები ზამთრის ოლიმპიადების ისტორიიდან
08 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

Badagoni: The Working Processes Terminated
08 თებერვალი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker