იანვარში სახელმწიფო ვალი 166 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 166 მლნ ლარით შემცირდა და 16.8 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 156 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 105 მლნ დოლარით შემცირდა. იანვარში საშინაო სახელმწიფო ვალი 61 მლნ ლარით შემცირდა.

31 იანვრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 13.3 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.5 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 5.1 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 742 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 542 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

სახელმწიფო ვალი საგარეო ვალი ლარის კურსი

წინა სტატია

სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკაში
13 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

მცირე ბიზნესის ოპტიმიზმი მცირდება, მსხვილის - იზრდება
13 თებერვალი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker