რა ღირს ერთი ბიტკოინის მაინინგი საქართველოსა და მსოფლიოში

მსოფლოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიტკოინის გამომუშავების ფასი ორგანიზაციამ Elite Fixtures გამოთვალა. კვლევის მიხედვით, ბიტკოინის გამომუშავება სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, მინიმალური ღირებულება $531-დან იწყება და $26,170-ზე ადის.

ფასის დასათვლელად Elite Fixtures-მა მსოფლიოს 115 ქვეყნის ელექტროენერგიის ფასები გამოიყენა. ორგანიზაცია ადგილობრივი მარეგულირებელი უწყებებისა და კომპანიების მონაცემებს დაეყრდნო. კვლევისთვის ორგანიზაციამ გამოთვალა თუ რა მოცულობის ელექტროენერგია და დრო სჭირდება ერთი ბიტკოინის გამომუშავებას სხვადასხვა ქვეყნებში. მაინინგის ინფრასტრუქტურად კი AntMiner S9, AntMiner S7 და the Avalon 6 გამოიყენეს. 

ერთი ბიტკოინის მაინინგი ყველაზე ძვირი სამხრეთ კორეაში ჯდება - $26,170. ყველაზე იაფი კი მაინინგი ვენესუელაშია - $531. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფები მთავრობის მხრიდან სუბსიდირდება. 

ამავე კვლევით, საქართველო ბიტკოინისის მაინინგის ფასით, მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. ქვეყანაში ერთი ბიტკოინის გამომუშავებას 3316 დოლარი სჭირდება. 

ყველაზე იაფი ქვეყნების ხუთეული შემდეგია: 

  • ვენესუელა - $531
  • ტრინიდადი და ტობაგო - $1190
  • უკრაინა - $1852
  • მიანმარი - $1983
  • ქუვეითი - $1983

ყველაზე ძვირი კი ბიტკოინის მაინინგი შემდეგ ქვეყნებშია: 

  1. სამხრეთ კორეა - $26 170
  2. ნიუეს კუნძული - $17 560
  3. ბაჰრეინი - $16 773
  4. სოლომონის კუნძულები - $16 209
  5. კუკის კუნძულები - $15 861

ჩვენ გირჩევთ

სხვა ხედვა

ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები საქართველოში

სხვა ხედვა

სხვა ხედვა

ბიტკოინი ბიტკოინის მაინინგი Elite Fixtures

წინა სტატია

სტატისტიკური ომები
25 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 61-ე ადგილზეა
25 აპრილი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker