საქართველოს ბანკი Spotlight 2018-ის წარმდგენია

საქართველოს ბანკი, ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, Spotlight 2018-ის პარტნიორი გახდა. ღონისძიება წელს 27 მაისს, სასტუმრო რედისონში, განახლებული  ფორმატით ჩატარდება.

ღონისძიება მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.  

წლევანდელი Spotlight-ის მთავარ თემას წარმოადგენს "გამარჯვება" და ეძღვნება ადამიანებს და ისტორიებს, რომლებიც მოძრაობენ გამარჯვებისთვის. ღონისძიების ფოკუსია მარკეტინგის და რეკლამის ინდუსტრია. 

წლევანდელი Spotlight-ი სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ესაა: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.  გამოცდილი ქართველი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით.  

ღონისძიების  მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 9 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით  წარსდგება. 

Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით, 2013 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია საქართველოს ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა. 

საქართველოს ბანკი Spotlight 2018 Marketer.ge

წინა სტატია

იღბლიანი ვაჟი
01 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

გასულ წელს ლარის ობლიგაცია 11-მა კომპანიამ გამოუშვა
01 მაისი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker