წლის პირველ კვარტალში ლარის კურსი დოლარის მიმართ 4.2%-ით გამყარდა

2018 წლის პირველ კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით, 4.2%-ით, ხოლო ევროსთან 0.04%-ით გამყარდა. 8 მაისის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.4512 ლარია, წლის დასაწყისში კი 2.5922 ლარი იყო.

წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი) ლარი რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში, 1.6%-ით და 4.5%-ით გამყარდა. წლის დასაწყისში ერთი თურქული ლირას ღირებულება 0,68 ლარი იყო, დღეს კი ერთი ლირას ყიდვა 0.5753 ლარადაა შესაძლებელი.

წლის პირველ კვარტალში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.4%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 0.7%-ით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.6%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 1.9%-ით გაუფასურდა.

წინა სტატია

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში
08 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკი საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს დააფინანსებს
08 მაისი, 2018
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker