რომელი ქვეყნის ეკონომიკები იზრდება ყველაზე სწრაფად რეგიონში

წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. ISET-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია რეგიონის ქვეყნების მშპ-ს ზრდის ტემპის დაჩქარებამ.  

წლის პირველ სამ თვეში, სომხეთის ეკონომიკა 10%-ზე მეტად გაიზარდა, რუსეთში ზრდამ 1.3% შეადგინა, აზერბაიჯანში კი 2.3%. თურქეთში მშპ-ს ზრდის ტემპი წლის პირველ კვარტალში წლიურად 7.4% იყო. 

ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა.  

აპრილში სომხეთის ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა. საქართველში 6.5%-ით, 4.4%-ით ყაზახეთში, რუსეთში კი 1.7%-ით.  

წლის პირველ 4 თვეში ბელარუსში ზრდამ 4.8% შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანში 1.2%.  

ბოლო მონაცემებით, მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 2.5% შეადგინა. ამავე პერიოდში რეგიონის ქვეყნებში ინფლაციის დონე შემდეგი იყო: 

  • რუსეთი - 2.4% 
  • სომხეთი - 1.6%
  • ბელარუსი - 4.4% 
  • აზერბაიჯანი - 2%
  • ყაზახეთი - 6.2%
  • თურქეთი - 12.2%
  • უკრაინა - 11.7%

ჩვენ გირჩევთ

სად იზრდება ფასები ყველაზე სწრაფად

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია

სად იზრდება ფასები ყველაზე სწრაფად

სად იზრდება ფასები ყველაზე სწრაფად

ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ეკონომიკა ISET

წინა სტატია

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა მცირდება
27 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მევალეები
27 ივნისი, 2018
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker