ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.6 პროცენტით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.6%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.2%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 26.4%-ით არის გაზრდილი.

ივნისში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-14%), რძე, ყველი და კვერცხი (-2.3%), ხილი (-14.6%). ამასთან, ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (0.9%) და ტრნსპორტზე (0.8%).

ბოლო ერთ წელიწადში ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (4.9%-ით) გაიზარდა.  სატრანსპორტო მომსახურების ფასები 4.6%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 0.7%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 5.1%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 7.7%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში

წყარო: საქსტატი

 

წინა სტატია

Forbes: почему вы должны путешествовать по Грузии
02 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

ეტლი, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ
03 ივლისი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker