წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება. 2018 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან $1,36 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ივნისზე მოდიოდა და ის 325 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, 2017 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. 2018 წლის ივნისში 399 989 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის ივნისში 331 439.

ტურიზმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმი საქართველოში

წინა სტატია

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 1.3 მილიარდი ლარით გაიზარდა
12 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველო გლობალური ინოვაციების ინდექსში დაწინაურდა
12 ივლისი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker