რეგიონის ვალუტები, რომლებიც ყველაზე მეტად უფასურდება

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედი გაუფასურების, ხოლო ევროს მიმართ მცირედი გამყარების ტენდენციას ავლენს. 2018 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა. ამავე პერიოდში გამყარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2018 წლის ივნისში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.9%-ით, ხოლო ევროს მიმართ 5.8%-ით გაუფასურდა. 

ივნისში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურების ტენდენციას ავლენს, თუმცა სრულიად განსხვავებული ზომით. კერძოდ, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა (24.2%-ით) და რუსული რუბლი (7.9%-ით), შედარებით ნაკლებად - აზერბაიჯანული მანათი (0.3%-ით) და სომხური დრამი (0.2%-ით).

ივნისში რეგიონის ქვეყნებში, გარდა თურქეთისა, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია მსგავსი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, 2018 წლის ივნისში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 15.4% შეადგინა. შედარებით დაბალი იყო ინფლაციის დონე რუსეთსა (1.8%) და სომხეთში (0.9%). რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2018 წლის მაისის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.0%-ით მოიმატა.

ჩვენ გირჩევთ

ბოლო ერთ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა

ბეზოსის ახალი რეკორდი

ბოლო ერთ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა

ბოლო ერთ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა

წინა სტატია

რომელი ქვეყნების ღვინო ფასობს "ძვირად"
18 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Dünyanın ilk vatandaş robotu Sophia Gürcistan’da
18 ივლისი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker